საიდუმლოები, რომლებსაც სამეფო ოჯახი გვიზიარებს, საკმაოდ მარტივია. ითვლება, რომ თუ თქვენი ორგანიზმი ჯანმრთელია, ის უამრავ უსიამოვნებას უმკლავდება დამოუკიდებლად.
ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, დიდი ყურადღება დაუთმოთ კვებას. ეს ხომ ჩვენი ცხოვრების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.
- შეძლებისდაგვარად, შეარჩიეთ ფერმის პროდუქტი;
- მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული კონსერვირებულის ნაცვლად;
- არ უგულებელყოთ ცილა. ვეგეტარიანელებმა ცხოველური ცილები ტოფუთი, ხაჭოთი, ნუშის რძით;
- ჩაანაცვლეთ ხილის წვენები სტაფილოს, ოხრახუშის, ვაშლისა და ჯანჯაფილის წვენებით;
- მიირთვით 6-8 ჭიქა წყალი ყოველდღიურად;
- მიირთვით ნაკლები წითელი ხორცი – ჩაანაცვლეთ ქათმის ან ინდაურის ხორცით;
- უარი თქვით საფუვრიან, შემწვარ კერძებზე, ყველზე, სოკოსა და ციტრუსზე(გარდა მანდარინისა და ფორთოხლისა). შეამცირეთ მარილის მოხმარებაც;
- კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე: ჭამეთ მხოლოდ ხილი და ბოსტნეულის სუპები, დალიეთ წყალი.
მნიშვნელოვანია არამხოლოდ მოხმარებული საკვების რაოდენობა და ხარისხი, არამედ მისი მიღების დროც. ექიმი ალი შემდეგ რჩევებს გვაძლევს ყოველდღიური რაციონისთვის:
- დილაობით მიირთვით მსუბუქი, თუმცა ცილით მდიდარი პროდუქტი: ნუში, ხაჭო, კვერცხი. შეავსეთ საუზმე ხილით, ბურღულის ფაფებითა და მაწვნით;
- სადილი და არა საუზმე უნდა იყოს დღის განმავლობაში საკვების ყველაზე კალორიული მიღება. საუკეთესო კომბინაციაა ბოსტნეული, ცილები და ნახშირწყლები. მაგალითად: სალათი, ინდაური ორთქლზე და კარტოფილი. სადილზე შეგიძლიათ არც ისე ტკბილი დესერტიც მიირთვათ;
- ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი, სასურველია, იგი 19:00-20:00-ს შორის მიირთვათ. მოერიდეთ ცხარე, მძიმე საკვებსა და ტკბილეულს – იგი დიდხანს არ ნელდება და აუარესებს ძილს;
- შეადგინეთ კვების მენიუ 1 კვირით ადრე. სამსახურში თან წაიღეთ ჯანსაღი საკვები. “მძიმე” კერძები მიირთვით დღის პირველ ნახევარში.