რა მოსდის ჩვენს სხეულს როდესაც ალოე ვერას წვენის გამოყენებას ვიწყებთ.

0
440

ალოე ვერა უძველესი დროიდან ცნობილია საკუთარი სამკურნალო თვისებებით. იგი შეიცავს ბევრ ვიტამინებს, მინერალებს და ამინო მჟავებს. თუმცა, აუცილებელია იცოდეთ რა მოუვა თქვენს ორგანიზმს მისი წვენის დალევის შემთხვევაში:

იმუნიტეტის გაუმჯობესება

ალოე ვერა C ვიტამინს შეიცავს და მისი დახმარებით იმუნურ სისტემას აძლიერებს. საუკეთესო ეფექტისთვის უნდა ჩაყაროთ წყლიან ჭიქაში დაფქვილი ალოე ვერას ფოთოლი და დაუმატოთ 1 ს//კ თაფლი უკეთესი გემოს მისაღებად. ეს სასმელი მაქსიმალურ შედეგს მოგცემთ.

თმის გაძლიერება

თმის გამაძლიერებელი ნიღაბის შესაქმნელად უნდა გაჭრათ ალოე ვერას ფოთოლი შუაზე და მიღებული ნაწილები უნდა აზილოთ ნუშის ზეთში. ნაზავი წაისვით თმაზე და შემდეგ დაიფარეთ თავი პლასტიკური ჯამით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით.

კანის გაჯანსაღება

ალოე ვერა კანის დატენიანებასთან ერთად მისი ელასტიურობის დონესაც აუმჯობესებს და ანელებს დაბერების პროცესებს. კანის გამაჯანსაღებელი ლოსიონის მისაღებად უნდა აურიოთ ერთმანეთში 300 გრამი ალოე ვერას წვენი, 3 ს/კ წყალი და 5 ს/კ ალკოჰოლი. წაისვით ეს ლოსიონი სახეზე და კისერზე ყოველდღე 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ სახის კრემიც.

ნაწლავური მიკროფლორის გაუმჯობესება

ალოე ვერას წვენი ეფექტურად ებრძვის გაღიზიანებული მუცლის სინდრომს და ასევე ამშვიდებს მუცლის ლორწოვან გარსებს. დღეში ორჯერ ალოე ვერას წვენის დალევა შეამცირებს საზიანო სიმპტომებს. ეს მცენარე ასევე შეიცავს ანტიბიოტიკების თვისებებსაც, რის გამოც იგი წყლულების გამომწვევი ბაქტერიების განადგურებაში დაგეხმარებათ თქვენს მუცელში მოხვედრისას.

მზისგან მიღებული დამწვრობის მკურნალობა

მზის დამწვრობის სწრაფად განსაკურნად შეგიძლიათ დაიდოთ დამწვარი კანის ზედაპირზე ალოე ვერას ფოთლები დღეში სამჯერ ან შეიძინეთ აფთიაქში ალოე ვერას გამოყენებით დამზადებული კრემი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here