თუკი ბუნებრივ გზას ეძებთ ზედმეტი წონის დასაკლებად და ორგანიზმის დეტოქსიკაციისათვის, მაშინ ეს სასმელები სწორედ თქვენთვისაა. მათ ექიმებიც კი გვირჩევენ და თანაც ისინი ძალიან გემრიელიცაა. მათი დახმარებით გაიუმჯობესებთ მეტაბოლიზმს და უფრო მეტ ცხიმს დაწვავთ.
პიტნის მწვანე ჩაი
ეს სასმელი ცხიმის წვას აჩქარებს და მეტაბოლიზმის პროცესებს აუმჯობესებს.
როგორ უნდა მოვამზადოთ:
- ჩაასხით 7 ჭიქა მწვანე ჩაი ქილაში.
- დაამატეთ ახალი პიტნის ფოთლები.
- ჩაყარეთ ლიმონის რამდენიმე ნაჭერი.
- შედგით ქილა მაცივარში კვირა ღამეს. დაიწყეთ დალევა ორშაბათიდან და დალიეთ ერთი ჭიქა ყოველდღე, მთელი კვირის განმავლობაში.
მარწყვის სმუზი
კუნთების მთავარი გამაძლიერებელი ასპექტი მეტი პროტეინის მიღებაა. ეს სასმელი სწორედ ამაში გეხმარებათ და მარწყვი ასევე მეტაბოლიზმის პროცესებს ააქტიურებს.
როგორ უნდა მოვამზადოთ:
- ჩაასხით ბლენდერში 1/2 ლიტრი რძე
- 1 ჭიქა მარწყვი
- 1/2 ჭიქა შვრია
- 1 ჭიქა იოგურტი
- 1/4 ჭიქა სელის თესლები
- ათქვიფეთ ყველაფერი ერთად და ისიამოვნეთ გემრიელი სასმელით.
ხილის სმუზი
ეს სასმელი ძალიან გემრიელია, რადგან ხილის კომბინაციებს შეიცავს. მთავარი ინგრედიენტი გრეიფრუტია, რომელიც წონაში კლებისთვის გამოიყენება.
როგორ უნდა მოვამზადოთ:
- ჩაყარეთ ბლენდერში 2 გამოწურული გრეიფრუტი
- 2 ნაჭერი ანანასი
- 1 ჭიქა ჟოლო
- 1/2 ჭიქა წყალი
- აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს და სასმელი მზად იქნება.
ვაშლის სმუზი
ვაშლები იდეალურია დეტოქსიკაციისთვის და ენერგიის მისაღებად. მათი ჭამა თქვენი უჯრედების მიერ ცხიმების შეწოვის პროცესს უშლის ხელს.
როგორ უნდა მოვამზადოთ:
- ჩაასხით ბლენდერში 1 ჭიქა იოგურტი
- 1 დაჭრილი ვაშლი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 1/2 ჭიქა ნუში
- დარიჩინი
- 1/2 ლიტრი რძე
- აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს და ჯანსაღი სასმელიც მზად იქნება.
სანელებლების ინფუზია
მწვანე ჩაის ამ ინფუზიას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. მწვანე ჩაი, წიწაკა და დარიჩინი თქვენს მეტაბოლიზმს აჩქარებს, თაფლი კი ორგანიზმის დეტოქსიკაციაში გეხმარებათ.
როგორ უნდა მოვამზადოთ:
- მოამზადეთ მწვანე ჩაი
- დაუმატეთ მას თაფლი
- დაამატეთ თაფლზე უფრო ცოტა დაფხვნილი წიწაკა
- დაამატეთ ერთი ს/კ დაფქვილი დარიჩინი
შოკოლადის სმუზი
ეს სასმელი იდეალურია თქვენთვის, თუკი გსურთ რომ პროტეინის მიღება ბუნებრივად გაზარდოთ. ყავა თქვენს მეტაბოლიზმს აჩქარებს, ამიტომ ეს სასმელი შეგიძლიათ ვარჯიშამდე 1 საათით ადრე დალიოთ.
როგორ უნდა მოვამზადოთ:
- ჩაყარეთ ბლენდერში შოკოლადი ან კაკაოს ფხვნილი შაქრის გარეშე
- 1/2 ლიტრი რძე
- 1/2 ჭიქა შვრია
- 1/4 ჭიქა ამარანტი
- 1/2 ს/კ ყავა
- დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში.
სხვა სასმელები მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად:
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ქოქოსის წყალი. მეტაბოლიზმს ასევე აგიჩქარებთ შავი ყავის დალევა. ასეთი სასმელების მირთმევა შეგიძლიათ დილას გაღვიძების შემდეგ, საუზმის შემდეგ ან ვარჯიშის წინ.