გაბრიელ შანელმა ქალებს კორსეტი მოაშორა, შავი ფერით დაასაჩუქრა და რევოლუციური სუნამო შექმნა. ამ ლეგენდარული ქალის ხიბლი მის განსაკუთრებულ სილამაზეში, საღ გონებასა და გამორჩეულ ხასიათში მდგომარეობს, სადაც თავისუფლებისადმი სიყვარული მარტოობისკენ განუსაზღვრელ სურვილში ერთიანდებოდა. მას ერთდროულად აღმერთებდნენ და სძულდათ, რადგან უბრალო ფრაზით ადამიანის ადგილზე მოკვლა შეეძლო.
მთელი ცხოვრების მანძილზე შანელი ხელმძღვანელობდა პრინციპებით, რომლებიც მას გამორჩეული, განუმეორებელი სტილის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. მას თანამედროვე საქმიანი ქალის პროტოტიპი თამამად შეიძლება ვუწოდოთ. დღეს კოკო შანელის 5 ცხოვრებისეულ რჩევას გთავაზობთ.
კოკო შანელის ცხოვრება
1. “წარმატებას ხშირად აღწევს ის, ვინც დამარცხების შესაძლებლობაზე არც კი ეჭვობს“.
საკუთარ თავში, ნიჭსა და ძალებში დარწმუნება წარმატების გარანტიაა. ვერავინ შეგამჩნევთ, სანამ თავად არ ირწმუნებთ და საკუთარ თავს არ შეიყვარებთ. მაგალითად, კოკო კერძებს არ ამზადებდა, არა იმიტომ, რომ არ შეეძლო ან ზარმაცი იყო, უბრალოდ კულინარია დაუტოვა მათ, ვინც ამაზე გიჟდებოდა. თავად კი მთელი ენერგია ბრენდის განვითარებისკენ მიმართა.
2. “მეზიზღება საჭმლის იმ რაოდენობის დანახვა, რომელსაც ფრანგები ჭამენ“.
კოკო შამპანურზე, ცხელ შოკოლადზე, ყველსა და კრეკერებზე გიჟდებოდა. ყოველდღე ცდილობდა ხიზილალის ჭამას და წითელი ღვინის დალევას, რომ ახალგაზრდობა და სილამაზე შეენარჩუნებინა. დიახ, აი ასეთი ნაკრები სიბერის საწინააღმდეგოდ. ის დიდი პორციებით არასდროს ჭამდა და მსუქან ქალებს კიცხავდა.
„ყველაზე მთავარია – არ ჭამოთ“, უთხრა ერთხელ მოდის ჟურნალის ერთ-ერთ ფოტოგრაფს. რა თქმა უნდა, ამის ზედმეტად პირდაპირ მიღება არ ღირს. ასევე შანელი ამბობდა, რომ მამაკაცის მკლავებში თავი მსუბუქ ფრინველად უნდა იგრძნობთ, რომ მას თქვენი ხელში აყვანის სურვილი ჰქონდეს.
3. “ფუფუნება კომფორტული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფუფუნება არაა“.
კოკო შანელამდე შავი ფერი გლოვის ფრად მიიჩნეოდა, მაგრამ მის მიერ მოფიქრებული ნიმუშების, გამოყენებული ქსოვილების, მუხლის ქვემოთ ოდნავ გრძელი კაბის, ასევე იმ ფაქტის წყალობით, რომ მსგავსი კაბა სხეულს უფრო მოხდენილს ხდის, ეს ნივთი უკვდავი გახდა. არ დახარჯოთ დრო, ფული და ძალა იმაზე, რაც საბოლოოდ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ.
4. “არ მიყვარს საჭმელი, რომელიც ჭამის შემდეგ თავს შეგახსენებთ“.
წვეულებებზე კოკო ხშირად სხვადასხვა დელიკატესს აგემოვნებდა, მაგრამ თავად უბრალო საჭმელი უყვარდა. მზარეულებს პრეტენზიებით არ ავსებდა, არამედ სადილზე გამომცხვარი კარტოფილის ან წაბლის პიურეს მომზადებას სთხოვდა. ასევე კერძებში ხახვის გამოყენებას მკაცრად უკრძალავდა. „არ მიყვარს საჭმელი, რომელიც ჭამის შემდეგ თავს შეგახსენებთ“ – ამბობდა შანელი.
„მას საჭმლის მიმართ ექსცენტრიული გემო ჰქონდა და ცხარე საკვების სუნს ვერ იტანდა. შემწვარი ნეკნის, ცხარე სოუსის, ხახვის და ცხარე ლობიოს სუნი ცუდად ხდიდა“ – ამბობდნენ ადამიანები, რომლებიც წვეულებების დროს სუფრაზე მის გვერდით ისხდნენ.
5. “ქალი, რომელიც სუნამოს არ იყენებს, მომავალი არ აქვს“
კოკო შანელის ეს ცნობილი ფრაზა თავის თავზე თავად საუბრობს. ეს ქალი ბევრ ქალს ჭკუიდან შლიდა და ყველა ქალს დაჟინებით ეუბნებოდა: „სად სჯობს სურნელის პკურება? იქ, სადაც გსურთ, რომ გაკოცონ“. კოკომ მასთან მომუშავე ქიმიკოსის დახმარებით პარფიუმერულ სამყაროში გარღვევა მოახდინა და ალდეჰიდების საფუძველზე მდგრადი არომატი შექმნა. ის კვადრატულ ფლაკონში შეფუთეს, რომელიც უფრო მამაკაცის პარფიუმისთვის იყო დამახასიათებელი და უწოდეს Chanel No.5.
„თუ ფრთების გარეშე გაიზარდეთ, მას გაზრდის საშუალებას ნუ დაუშლით“ – კოკო შანელის ცნობილი ციტატაა. და ეს სიმართლეა. ცხოვრების 87 წლის მანძილზე დიდებულმა კოკომ თავისი სახელი ტანსაცმლის, კოსტიუმის, მოდის სახლის და სუნამოს მთელ სტილს მისცა. გამომგონებელმა კოკო შანელმა უამრავი სიახლე შექმნა, მაგრამ პირველ რიგში ქალის სტილი, რისი წარმოდგენაც ადრე არავის შეეძლო.
მან საკუთარი ლეგენდა ფაქტების დამატებით თავად შექმნა და ამით ბიოგრაფები დააბნია. გაბრიელმა ცხოვრების 10 წელი, როგორც ხარახურა მოიშორა და ერთი წუთითაც არ უნანია. თავისი ბედით დაამტკიცა: მომავალი წარსულიდან არ მოდის, ნებისმიერ მომენტში შეიძლება საკუთარი კარიერის დაწყება და ახლის შექმნა.