6 ვარჯიში, რომელიც ცელულიტებს 2 კვირაში მოგაშორებთ

ცელულიტები მაშინ ჩნდება, როდესაც ზედმეტად ბევრი ცხიმი და არასაკმარისი რაოდენობის კუნთები გაქვთ სხეულზე. ეს პრობლემა მხოლოდ კოსმეტიკური არაა და ამიტომ მის მოსაგვარებლად აუცილებლად უნდა მიმართოთ სწორ დიეტას და ასეთ ეფექტურ ვარჯიშებს. ისინი თქვენს კუნთებს გააძლიერებს და თეძოებისა და საჯდომის ზომას შეამცირებს:

№ 1

დაწექით მარჯვენა გვერდზე და დაეყრდენით მკლავს. აწიეთ მარცხენა ფეხი იატაკიდან 30 სანტიმეტრზე და შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 5 წამით. შემდეგ დაუშვით ფეხი დაბლა ნელა და გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს. შეასრულეთ ვარჯიში თორმეტჯერ ორივე მხარეს.

№ 2

დადეთ ხელები იატაკზე და მიიღეთ აზიდვების პოზიცია. შემდეგ მოხარეთ მარჯვენა ფეხი და მიიტანეთ მუხლი მუცელთან. შემდეგ გაჭიმეთ ფეხი და აწიეთ იატაკიდან 20 სანტიმეტრით მაღლა. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით. შეასრულეთ ვარჯიში ორივე ფეხით რვაჯერ.

№ 3

აიღეთ გირი და დადგით ფეხები მხრების სიგანეზე. შესუნთქვისას ნელა დაუშვით დაბლა ტანი მუხლების მოხრით. დაეშვით იქამდე, სანამ ბარძაყები იატაკის პარალელური არ გახდება და შემდეგ აიწიეთ ისევ მაღლა ამოსუნთქვასთან ერთად. გაიმეორეთ ეს მოქმედება ოცჯერ.

№ 4

დადექით გამართულად და დაიჭირეთ ორივე ხელში გირი. შემდეგ ნელა მოხარეთ ზედატანი, შეინარჩუნეთ წელი სწორ მდგომარეობაში. ხელები უნდა გქონდეთ მოშვებული და გადაიხარეთ წინ რაც შეიძლება დაბლა. შემდეგ ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას. შეასრულეთ ეს ვარჯიში თორმეტჯერ.

№ 5

დადექით მუხლებზე და დააწყვეთ ხელები იატაკზე, მკლავები უნდა იყოს გამართული. დაიწყეთ ერთი ფეხის ნელა აწევა ზურგის გაუმოძრავებლად და აწიეთ რაც შეიძლება მაღლა. გააჩერეთ ასე რამდენიმე წამით და შემდეგ დაბრუნდით საწყის პოზიციაში. ასე გააგრძელეთ ვარჯიში ფეხების მონაცვლეობით. ჯამში აწიეთ ორივე ფეხი თხუტმეტჯერ.

№ 6

დადგით ფეხები მხრებზე ოდნავ უფრო განიერად, ოდნავ მოხარეთ მუხლები და დაიწყვეთ ხელები თავის უკან. შემდეგ ახტით ძლიერად და გაშალეთ ხელები და ფეხები ვარსკვლავის პოზიციის მისაღებად. ფეხების იატაკთან შეხების დროს დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ ვარჯიში ოცჯერ.

ცელულიტის წარმატებით დასამარცხებლად მიყევით ასეთ გრაფიკს ორი კვირის განმავლობაში: 2 დღე ვარჯიში, შემდეგ 1 დღე დასვენება.