7 აშკარა ნიშანი, რომლის გამოც ბავშვი ექიმთან უნდა წაიყვანოთ

ბავშვის ავადმყოფობასთან გამკლავება ყველა მშობლისთვის რთული და სტრესული საკითხია. საბედნიეროდ პრობლემების უმრავლესობის თავიდან არიდება მარტივადაა შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი ასეთ მნიშვნელოვან ნიშნებს მიაქცევთ ყურადღებას და ამით დაიცავთ ბავშვის ჯანმრთელობას:

ხალის გაზრდა

თუ ბავშვის სხეულზე შეამჩნევთ ასიმეტრიულ, განსხვავებული ფერების მქონე ან დიდ ხალს, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ პედიატრთან ბავშვის წაყვანა.

თმის ცვენა

ამ პრობლემის მიზეზი ორგანიზმში იმალება. ეს ხშირად შეიძლება ვიტამინების ნაკლებობა იყოს. რეალური მიზეზის დასადგენად პედიატრთან ვიზიტი აუცილებელია.

ხასიათის და ქცევების ცვლილება

მადის მოულოდნელი შემცირება, ძილის პრობლემები და მოძრაობების შემცირება მნიშვნელოვანი მიზეზებია ექიმთან ბავშვის წასაყვანად.

თავის ზომის გაზრდა

კეფის გამოზრდა ნორმალური ნიშანია ბავშვებისთვის, თუმცა იგი გარკვეული დროის შემდეგ აღარ უნდა იზრდებოდეს. თუკი მისი ზომა მაინც მატულობს, მაშინ ეს რაიმე დაავადების ნიშანია და ასეთ დროს ექიმს უნდა მიმართოთ.

სმენის დაქვეითება

თუკი ბავშვი თქვენს დაძახებაზე არ რეაგირებს და ასევე საკუთარი სახელის გაგებისას ყურადღებას არ გაქცევთ, მაშინ მას შეიძლება სმენის პრობლემები ჰქონდეს, რაც ექიმთან ვიზიტით უნდა შეამოწმოთ.

წყურვილი

ხშირად მოწყურება და წყლის ხშირად მოთხოვნა შეიძლება ასევე სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებდეს. ასეთ დროს ექიმს უნდა მიმართოთ.

ხმამაღალი ხვრინვა

ჩუმი ხვრინვა საშიში ნიშანი არ გახლავთ, თუმცა ხმამაღალი ხვრინვა სუნთქვის პრობლემებზე მიგანიშნებთ. ეს შეიძლება ინფექციის ნიშანი იყოს, რის გამოც ექიმთან წასვლაა საჭირო.