ქალები, რომლებიც გახდომას ცდილობენ, უკვე დიდი ხანია შეეგუენ, რომ ფქვილის ნაწარმი რაციონიდან უნდა გამორიცხონ. აღმოჩნდა, რომ არსებობს დიეტა, რომლის დროსაც ფხვიერი ნამცხვარი შეიძლება და უნდა მიირთვათ.
ამერიკელმა დიეტოლოგმა, სენდორფ სიგალმა შეიმუშავა შესანიშნავი მეთოდი, როგორ გავხდეთ მოხდენილი დაბალკალორიული შვრიის ფხვიერი ნამცხვრით. ექიმი სიგალის რეცეპტი საიდუმლოდ ინახება, მაგრამ ეს საკუთარი რეცეპტით ექსპერიმენტებს ხელს არ უშლის.
დღეს გირჩევთ მოამზადოთ არომატული და დაბალკალორიული ლიმონის ფხვიერი ნამცხვარი კეფირზე. მთელი მარცვლეულის ფქვილი, დაფქული შვრია, უცხიმო კეფირი და სტევია შაქრის ნაცვლად – რეცეპტის ინგრედიენტები ისეა შერჩეული, რომ სხეულის ფორმებს ზიანს არ მიაყენებს.
ფხვიერი ნამცხვარი კეფირზე
ინგრედიენტები:
- 1 ლიმონი
- 100 გრ მთელი მარცვლეულის ფქვილი
- 100 გრ დაფქული შვრია
- 2 კვერცხი
- 200 მლ უცხიმო კეფირი
- 5 გრ გამაფხვიერებელი
- სტევია გემოვნებით
- შაქრის ფხვნილი მოსართავად (სურვილის მიხედვით)
მომზადება:
1. შვრია და ფქვილი აურიეთ, გამაფხვიერებელი და სტევია დაუმატეთ.
2. მიღებულ ნარევს 1 ჭიქა კეფირი და კვერცხი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.
3. ლიმონი ქერქიანად დააბლენდერეთ და ცომს დაუმატეთ.
4. ცომის ბურთები გააკეთეთ.
5. თითოეულ ბურთს ცოტა შაქრის ფხვნილი მოაყარეთ და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
6. ფხვიერი ნამცხვარი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით აცხვეთ.
7. დაბალკალორიული და გემრიელი ფხვიერი ნამცხვარი კეფირზე მზადაა. გემრიელად მიირთვით!