5 მარტივი საშინაო საშუალება პიგმენტურ ლაქებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის

მელაზმა არის კანის დაავადება, რომელიც ვლინდება კანზე პიგმენტური ლაქების არსებობით. მელანინი წარმოიქმნება ეპიდერმისში (კანის ყველაზე შორეულ ფენაში), რომელიც განსაზღვრავს კანის ფერს.

მელანინის ჭარბი რაოდენობით წარმოქმნა იწვევს სახეზე ყავისფერი ლაქების გაჩენას. როდესაც საქმე ეხება პიგმენტურ ლაქებს უმჯობესია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ ბუნებრივი პროდუქტები.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით ხელნაკეთ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა დახმარებით სწრაფად და მარტივად გათავისუფლდებით ამ პრობლემისგან.

1. შვრია

შვრიას აქვს საუკეთესო ბუნებრივი თვისებები, რომლებიც მოგაშორებთ კანზე არსებულ ყავისფერ ლაქებსა და მკვდარ უჯრედებს.

შემოგთავაზებთ შვრიის ბაზაზე მომზადებული საშუალების რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • დაფქვილი შვრია 2 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. დაფქვილ შვრიას დაამატეთ რძე, თაფლი და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ 1 თვის განმავლობაში, კვირაში 2-3-ჯერ.

2. ნუში

ცილის მაღალი შემცველობის წყალობით ნუშს აქვს გამაღიავებელი ეფექტი. ნუში მდიდარია E ვიტამინით, რომელიც კვებავს კანს და აშორებს პიგმენტურ ლაქებს.

იხილეთ ნუშის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნუში 5 ცალი
  • თაფლი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ბლენდერში ან ყავის საფქვავში დაფქვით ნუში. ნუშის ფქვილი და თაფლი კარგად აურიეთ. ნაზავი ფრთხილად დაიტანეთ სახის კანზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-4-ჯერ.

3. პირშუშხა

პირშუშხა პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი გამაღიავებელი საშუალებაა.

შემოგთავაზებთ პირშუშხას ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • პირშუშხას გახეხილი ფესვი ½ ჩ. კ.
  • არაჟანი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და თანაბრად გაანაწილეთ. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, სასურველი შედეგის მიღებამდე.

პირშუშხას ფესვს ჩამოაჭერით პატარა ნაჭერი და შეიზილეთ დაზიანებულ კანზე. დაელოდეთ გაშრობას, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ, სანამ ლაქა არ გაგიქრებათ.

4. კარტოფილის წვენი

კარტოფილი ნატურალური და სასარგებლო ინგრედიენტია, რომელიც აშორებს პიგმენტურ ლაქებს და არბილებს კანს. კარტოფილი შედგება ფერმენტისგან, რომელიც ეფექტურად გამოიყენება მუქი ლაქებისა და კანის სხვა ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

კარტოფილის წვენი შეიზილეთ სახეზე და 2-3 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ ყოვედ დღე ან დღეგამოშვებით. შედეგი გაგაოცებთ.

5. ავოკადო

ავოკადო პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. ავოკადო მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით მდიდარი ავოკადო აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მწიფე ავოკადო მეოთხედი
  • თაფლი 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მწიფე ავოკადო გახეხეთ, დაამატეთ თაფლი და მომზადებული მასა დაიტანეთ სახეზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
  2. ავოკადოს ნაჭერი დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე და  სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუ გადაიხდით ზედმეტეს, გამოიყენეთ ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული ბუნებრივი პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.