ვარჯიშის ნაკლებობა, არაჯანსაღი დიეტა და მთელი დღე მაგიდასთან ჯდომა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების ჭამა სწორედ ასეთი ნეგატიური ეფექტებისგან დაგიცავთ:
1. თვალებისთვის
ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად კომპიუტერი მაინც ვნებს თქვენს თვალებს. მათი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად უნდა მიირთვათ A, C და E ვიტამინების და Omega-3 ცხიმების შემცველი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა:
სალათი და კომბოსტო
კვერცხები
ციტრუსოვანი ხილი
კენკრა
თხილეული
ზეთიანი თევზები
2. იმუნური სისტემისთვის
ოფისში ბაქტერიები ადვილად ვრცელდება, რადგან ბევრი ადამიანი მოძრაობს მცირე სივრცეში. ასეთ სიტუაციაში ერთმა მარტივად შეიძლება გადასდოს დაავადებები მის თანამშრომლებს. ამისგან თავის დასაცავად ისეთი საჭმელები უნდა ჭამოთ, როგორიცაა:
ციტრუსოვანი ხილი
წითელი წიწაკა
ბროკოლი
ხახვი
ჯანჯაფილი
კივი
პაპაია
3. მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისთვის:
მთელი დღე ვინც ერთ ადგილას ზის, მათ მეტაბოლიზმის ეფექტურად მუშაობა სჭირდებათ კალორიების დასაწვავად. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები სწორედ მეტაბოლიზმის აჩქარებაში და ნორმალური წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:
ყავა
ჩაი
ცხარე სანელებლები
ლობიო
ქათმის ან ინდაურის მჭლე ხორცი
4. ტვინის ფუნქციებისთვის
ჯანსაღ კვებას ტანის გარდა ტვინზეც დადებითი ეფექტების მოხდენა შეუძლია. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მიღება ნაცრისფერი უჯრედების ფუნქციონირებას აასწრაფებს მაქსიმალურად და ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც შეანელებს:
ზეთიანი თევზები
მოცვი
თხილეული და თესლეული
ფაიბერით მდიდარი ისეთი საჭმელები, როგორიცაა თეთრი პური და ყავისფერი ბრინჯი
ბროწეულის წვენი
შავი შოკოლადი
5. ნაწლავებისთვის
არააქტიურ სამსახურში 10 წლის გატარება თითქმის აორმაგებს მუცლის კიბოების გაჩენის რისკს. ამისგან თავის დაცვა შეგიძლიათ ვარჯიშით და ისეთი ჯანსაღი პროდუქტების ჭამით, როგორიცაა:
ბროკოლი
კომბოსტო
ციტრუსოვანი ხილი
მოცვი
ფაიბერით მდიდარი საჭმელები
ასევე უნდა შეამციროთ წითელი და გადამუშავებული ხორცის ჭამა, რადგან ეს კოლორექტალური კიბოს რისკს ზრდის.