10 საჭმელი, რომელიც საზიანოა თუმცა ყველას ჯანსაღი ჰგონია

მარკეტინგის სპეციალისტები უამრავ საჭმელს ასაღებენ ჯანსაღ პროდუქტად. თუმცა, მათი უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში სერიოზული ზიანის მომტანიც კი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ 10 ცნობილ პროდუქტს, რომელიც რეალურად საერთოდ არაა ჯანსაღი:

10. ხილის წვენი

ხილის წვენები რეალურად გემრიელი ქიმიკატებისგან და ფერის მიმცემი შენარევებისგან შედგება. შესაბამისად თქვენ წვენის ნაცვლად შაქრიან, ფერად წყალს სვავთ.

9. გრანოლა

თითქმის ყველა გრანოლას პროდუქტი დიდი ოდენობით შაქარს და ძალიან ცუტა ნუტრიენტებს შეიცავს, რის გამოც იგი საერთოდ არაა ჯანსაღი.

8. შემწვარი ლობიო

თქვენი საყვარელი ლობიოს კონსერვი რეალურად ლობიოსთან ერთად შაქრის, ნატრიუმის და სხვა შენარევების ნაზავს წარმოადგენს, რის გამოც მათი ჭამა არასაჭირო კალორიების მიღებას იწვევს.

7. პრეცელები

პრეცელებს არ გააჩნიათ ნუტრიციული ღირებულება და ასევე შეიცავენ ნატრიუმის დიდ დოზას. ისინი ასევე თითქმის არ შეიცავენ საჭირო პროტეინს.

6. ვეგანური ჩიფსები

ასეთ ჩიფსებში ბოსტნეულის შემცველობა ძალიან მინიმალურია, რის გამოც მის ჭამს სჯობს მიირთვათ ჯანსაღი ბოსტნეული.

5. გადამუშავებული უცხიმო და დაბალცხიმიანი საჭმელები

უცხიმო საჭმელები კარგი გემოთი არ გამოირჩევა, რის გამოც მათ მწარმოებლები უფრო მეტ შაქარს უმატებენ. სწორედ ამიტომ კარგავენ ისინი ჯანსაღი საჭმლის სტატუსს.

4. ბრინჯის კრეკერები

ასეთი კრაკერები არ შეიცავს საჭირო ფაიბერს და პროტეინებს, თუმცა სავსეა არაჯანსაღი ნახშირწყლებით. მათი ჭამით ფაქტიურად თქვენ დანაყრების გარეშე ივსებით კალორიებით.

3. სპორტული სასმელები

სპორტული სასმელები ფაქტიურად არომატიანი წყალია, შაქრის და ელექტროლიტების, ანუ მარილის დანამატებით. ჩვეულებრივ ადამიანებს საერთოდ არ სჭირდებათ დამატებით მარილის და თხევადი შაქრის მიღება.

2. თხილეული

საკმარისია 6 თხილის ჭამა მათგან ყველა საჭირო ღირებულების მისაღებათ და შიმშილის გრძნობის გასაქრობათ. უფრო მეტი თხილეულის ჭამა უფრო მეტი კალორიების მიღებას უდრის.

1. გადამუშავებული ორგანული ან გლუტენის გარეშე დამზადებული საჭმელები

ასეთი პროდუქტები ბევრ შაქარს და არაჯანსაღ ზეთებს შეიცავენ, რაც მათ დაბალნუტრიციულ საჭმელებად აქცევს. ამ კატეგორიის ყველაზე ჯანსაღი საჭმელებია ახალი ხილები და ბოსტნეულები.