აგარაკზე (და არამხოლოდ) საკანალიზაციო ჭა საკმაოდ მტკივნეული პრობლემაა. როგორც არ უნდა სცადოთ, მანქანის გამოძახება დროდადრო საჭიროა. თუ აგარაკი ქალაქიდან შორსაა, ეს საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. არადა, რა კარგია კომფორტი: შხაპი დღეში რამდენჯერმე, ტანსაცმლისა და ჭურჭლის რეცხვა, სრულფასოვანი მზარეულობა… მითუმეტეს, კერძო სახლის საკანალიზაციო ჭა უკიდეგანო არაა. როგორ დავზოგოთ ფული?
ერთმა გამოცდილმა მამაკაცმა ჩვენ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა. აღმოჩნდა, რომ შეგვიძლია ისეთი რამ გავაკეთოთ, რომ სპეციალური სამსახურის გამოძახება უფრო იშვიათად დაგვჭირდეს. საერთოდ კი, შეიძლება ამის გარეშეც გამოძვრეთ. ჩვენი რედაქცია დაუყოვნებლივ გაგანდობთ ამ საიდუმლოს.
საკანალიზაციო ჭა კერძო სახლში
მაშ ასე. ზემოხსენებული ჭის ამოშრობაში დაგეხმარებათ ხეები. ზოგიერთი მათგანი ნაკვეთზე მიწისქვეშა წყლებსაც კი ამცირებს. გასაკვირია, არა? ეჰ, ბატონო, სად იყავით აქამდე? იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ბევრი იყენებს ბიოდრენაჟს, სწორი ხეები მხოლოდ ამ საქმეში დაგეხმარებათ.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. ნებისმიერ მოქმედებას აქვს მეორე მხარე. ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი გავიგოთ, რომელი ხეები იწოვს დიდი რაოდენობით სითხეს და გავლენას ახდენს წყლის დონეზე.
1. შოთხვი
მას ხშირად იხილავთ წყალსატევებთან ახლოს, ამიტომ, თუ მას ჭასთან ახლოს დარგავთ, დიდი ალბათობით, იქაურობას მოერგება და აყვავდება. დღეში 250 ლიტრამდე წყლის მოხმარება შეუძლია.
2. არყის ხე
არყის ხესაც შეუძლია სიტუაციის გამოსწორება. მისი პოტენციალი 200 ლიტრს შეადგენს. ამასთან, ეს ხე ძალიან ლამაზია.
3. ნაძვი
ეს ნამდვილი მებრძოლი ხეა: იტანს გვალვასაც და წყალმოვარდნასაც. მისი ფესვები დღეში 250 ლიტრამდე წყალს “სვამს”.
4. მუხა
ამ ლამაზმანს დღეში 250 ლიტრამდე წყლის შეწოვა შეუძლია, შოთხვისა და ნაძვის მსგავსად. ზრდასრული დიდი ზომის მუხა 600 ლიტრ წყალსაც მოიხმარს, თუმცა მხოლოდ 30 წლის შემდეგ.
5. ფიჭვი
დღეში 150 ლიტრამდე წყალს მოიხმარს. ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზი ხეა.
6. იფანი
რეკორდსმენია წყლის მოხმარებაში. მისი ნორმა დღეში 400-500 ლიტრს წარმოადგენს. გაითვალისწინეთ.
7. ნეკერჩხალი
კიდევ ერთი მსმელი. სიამოვნებით მიირთმევს წყლიდან 250 ლიტრამდე წყალს.
სწორი საკანალიზაციო ჭა კერძო სახლში
ახლა რაც შეეხება ნიუანსებს. თუ ნატურალურ სოფლის მეურნეობას მისდევთ და თქვენი ნაკვეთი არც ისე დიდია მუხის დასარგავად, მაშინ დაფიქრდით, გიღირთ ამის გაკეთება? იქნებ, შოთხვი საკმარისი იქნება. სხვათა შორის, ყვავილობის პერიოდში მას საკმაოდ ძლიერი სუნი აქვს.
ეს მეთოდი უკეთესია იმ ჭებისთვის, რომლებიც არაა ჰერმეტულად დახურული. გასაგებია, რომ ხის ეფექტურობა ბეტონის ჭის გვერდით სადავო იქნება. თუ ძველი სახლი გაქვთ და დღემდე არაჰერმეტულ ჭას იყენებთ, ხე ნამდვილად დაგეხმარებათ.
რაც ყველაზე მთავარია: ხეს დრო დასჭირდება გასაზრდელად. თუმცა, როცა ხე მოძლიერდება, ჭის ამოტუმბვა საჭირო აღარ იქნება. გარდა ამისა, ისეთი ხეები, როგორებიცაა მუხა, ნაძვი, ფიჭვი და თხილიც კი, მნიშვნელოვნად დაჩრდილავს როგორც თქვენს, ისე მეზობლის ნაკვეთსაც, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას შეუშლის ხელს. აი, ამიტომაა ამ საკითხთან სერიოზული მიდგომა საჭირო.
კარგი იქნება, თუ გაეცნობით ნაკვეთზე გამწმენდი მოწყობილობების მოწყობის წესებსა და ნორმებს. გასაგებია, რომ გაქვთ უფლება, ნაკვეთზე თუნდაც გასართობი პარკი მოაწყოთ, თუმცა ეს არ უნდა ვნებდეს სხვებს.
გამოცდილი მაცხოვრებლები ორ ჭას აწყობენ: ერთს ადამიანური საჭიროებებისთვის, რომელშიც უმატებენ ბაქტერიებს, მეორეში კი საყოფაცხოვრებო წყლებს ღვრიან. ერთი მხრივ, ეს სწორია, თუმცა მეორე მხრივ, კარგი იქნება გარემოზე ზრუნვაც. შესაძლოა, საკანალიზაციო ჭის ნაცვლად, სეპტიკის ან მისი მოწყობის პრინციპის გამოყენებაც. ამ პრინციპებზე სხვა სტატიაში ვისაუბრებთ.