ქალი ყოველთვის ქალია, ასაკის მიუხედავად! როგორც ცნობილია, სუსტი სქესი არ ბერდება, მხოლოდ ბრძენდება, ხდება უფრო ელეგანტური და მიმზიდველი, გარეგნობის ცვლილებების გათვალისწინებით. გინდათ თუ არა, ეს ცვლილებები საყურადღებოა.
და თუ თქვენ 40 წელს გადააბიჯეთ, განსაკუთრებული ყურადღება თმას უნდა დაუთმოთ! ამ ასაკში შესვლისას, სახისა და ფიგურის დარეგულირება სწორედ იმ ვარცხნილობებითაა შესაძლებელი, რომლებიც, მიუხედავად ასაკისა, ქალს აახალგაზრდავებს.
სანამ ვარცხნილობის შერჩევას დაიწყებდეთ, გაერკვიეთ გამაახალგაზრდავებელ ვარცხნილობებში. სწორედ ასეთებს გთავაზობთ ამ სტატიაში.
მაშ ასე, 2020 წლის 17 იდეა მოდური ვარცხნილობისთვის, 40+ ასაკის ქალბატონებისთვის.
საშუალო სიგრძის თხელი თმა
1. მოგრძო კარე წელსაც ძველებურად აქტუალურია. ეს ვარცხნილობა ხაზს უსვამს თმის სისქეს, მაშინაც კი, თუ იგი ბუნებრივად თხელია.
2.
3. კარეს გარდა, იფიქრეთ გრძელ ბობზეც. ეს ქალური და ელეგანტური ვარცხნილობა ყოველ დილით სხვადასხვა სტილის შექმნის საშუალებას მოგცემთ.
ასეთი ვარცხნილობები თქვენს იმიჯს დინამიკურობასა და მკვეთრ იერს მიანიჭებს. მსუბუქად არეული თმაც კი მოდურ აქცენტად ჩაითვლება.
4.
5. ბობ-კარეს ვარიაციები 2020 წელს გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და სითამამით: ეს აქტუალური ვარცხნილობა შეგიძლიათ შეავსოთ დინამიკური ფერთა გადაღვრით, სიგრძის მკვეთრი ცვლილებებით, აპარსული კეფითა და სქელი ჭრილებით.
6.
7. 2020 წელს კი ყველაზე პოპულარულია “პიქსი” და მოკლე “ბობი”. “პიქსის” განმასხვავებელი თავისებურებაა შუბლზე მოკლედ შეჭრილი, ფილირებული თმა არათანაბარი კიდეებით და ფიგურული, გამოკვეთილი თმის რიგებით.
8.
9. მოკლე ბობ-კარე ორი ყველაზე ექსტრავაგანტული და ქალური ვარცხნილობის მოდური მიქსია.
მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას უამრავი ვარიაცია აქვს, რაც ნებისმიერ ქალს აძლევს საშუალებას, შეარჩიოს შესაფერისი ვარცხნილობა ტანსაცმლისა და გარეგნული თავისებურებების მიხედვით.
10.
11. უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ამ ვარიანტით! მოდური და გემოვნებიანია, არა?
12.
13. აგრეთვე, კარგი გადაწყვეტილებაა კასკადი. ეს ვარცხნილობა დაგეხმარებათ მრავალფეროვანი იმიჯის შექმნაში: ბიზნეს-ლედიც დაწყებული, რომანტიკული ქალბატონით დასრულებული.
ეს ვარცხნილობაც გაძლევთ ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობას: დაიხვიეთ, ტალღოვნად დააყენეთ ან იდეალურად გაასწორეთ. ყველაფერი მხოლოდ თქვენს განწყობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.
14.
15. ჭაღარის მოსაშორებლად თუ შეღებვას გადაწყვეტთ, მშვენიერი შანსი გექნებათ ფერთან თამაშისთვის. 40+ ქალბატონებს არ ვურჩევთ ექსტრავაგანტულ ტონებს.
უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკას, რომელიც მომგებიანად უსვამს ხაზს გარეგნულ ღირსებებს. ცვლილებების სურვილის შემთხვევაში, აირჩიეთ შოკოლადის, სპილენძის ან სხვა ნათელი ფერი.
16.
17. ასევე, სრული იმიჯის შექმნის დროს გახსოვდეთ, რომ ქალის მოვლა და იმიჯი 40-50 წლის შემდეგ, უნდა შეეფერებოდეს სტატუსსა და გამოცდილებას.
სტილისტების აზრით, სწორად შერჩეული ტანსაცმელი, შეუდარებელი მაკიაჟი და კარგი ვარცხნილობა შუა ხნის ასაკის ქალბატონს უკეთ აახალგაზრდავებს, ვიდრე ყველაზე რთული პლასტიკური ქირურგია.