გემრიელი და სასარგებლო სუზმე, რომელიც მოსამზადებლად ძალიან იოლია და ორგანიზმისთვის ფრიად სასარგებლოა. საუზმე, რომელიც ტოქსინებისგან წმენდს ორგანიზმს და მისი წყალობით ყოველგვარი დიეტის გარეშე 1 თვეში 5 კილოგრამს დაიკლებთ.
დაიმახსოვრეთ, რომ საუზმე აუცილებელია. ის თქვენი მთელი დღის ენერგიაა. გაითვალისწინეთ, რომ უნდა მიიღოთ ჯანსაღი, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ნოყიერი საკვები, რათა გაუძლოთ ყოველდღიურ რუტინას.
დიეტოლოგების რეკომენდაციით შემოგთავაზებთ ორგანიზმისთვისთვის სასარგებლო საუზმის რეცეპტს, რომელიც გამოდევნის ტოქსინებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, წვავს ცხიმებს, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, დაგირეგულირებთ წონას, აღგიდგენთ დაზიანებულ თმას, კანს, ფრჩხილებს.
საჭირო იგრედიენტები:
- შვრია 2 ს. კ.
- იოგურტი 1 ფინჯანი
- კაკაოს ფხვნილი 1 ჩ. კ.
- სელის თესლი 1 ჩ. კ.
- წლიავი 5-7 ცალი
მომზადების წესი:
- საუზმე აუცილებლად მოამზადეთ საღამოს, ძილის წინ.
- გარეცხილ ქლიავს დაასხით 100 მგ ცხელი წყალი.
- გააჩერეთ 10 წუთი.
- თასში აურიეთ შვრიის ფანტელები, სელის თესლი და კაკაოს ფხვნილი.
- დაამატეთ უცხიმო იოგურტი და კარგად აურიეთ.
- დარბილებული ქლიავი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაამატეთ მომზადებულ მასას.
- მიღებული მასა დააბლენდერეთ.
- შეინახეთ მაცივარში.
დილით კი ისიამოვნეთ უგემრიელესი და სასარგებლო საუზმით.ერთი კვირის შემდეგ შედეგი გექნებათ.
არ დაიზაროთ, ძილის წინ გაიმზადეთ ნოყიერი საუზმე. მიანიჭეთ საკუთარ თავს ჯანმრთელობა და ბედნიერება.