ფარისებრი ჯირკვალი პასუხისმგებელია იმ ჰორმონების წარმოებაზე, რომელიც არეგულირებს თქვენს მეტაბოლიზმს, ორგანიზმის ტემპერატუას და პულსის რიტმს. შესაბამისად მისი მუშაობის შეფერხებამ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ღვიძლის, თირკმლების, რეპროდუქციული სისტემის, გულის და ტვინის მუსაობასაც კი. სწორედ ამიტომ უნდა იცნობდეთ ამ სიმპტომებს, რომელიც სერიოზული დაავადების შესახებ გაგაფრთხილებთ:
დაღლილობა და გაღიზიანება
ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გავლენას ახდენს თქვენი ენერგიის დონეზე და ხასიათზე. ის იწვევს დაღლილობის შეგრძნებას და ძალის დაკარგვას, რასაც მოსდევს ძილის პრობლემები და გაღიზიანება.
გულისცემის რიტმის შეცვლა
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები თითქმის ყველა ორგანოზე ახდენენ გავლენას და შეუძლიათ გულისცემის რიტმის შეცვლა. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებმა მის დასაწყისში შეიძლება შეამჩნიონ გულისცემის რიტმის აჩქარება ან რადიკალურად შემცირება.
წონის დრამატული მატება ან კლება
ეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია, რასაც მისი ჰორმონების ნაკლებობა იწვევს.
მშრალი კანი და სუსტი ფრჩხილები
კანის სიმშრალე და ქავილი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის პრობლემაზე მეტყველებს. ასევე საგანგაშოა ფრჩხილების ზედმეტად დასუსტებაც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათ ზედაპირზე ვერტიკალური ზოლები გაჩნდება.
სხეულის ტემპერატურის რეგულირების პრობლემა
ასეთ დროს შეიძლება აგაკანკალოთ უმიზეზოდ, ან შეგაწუხოთ ზედმეტმა ოფლიანობამ და სიცხის გამოყოფამ.
ყელის შეშუპება
ყელის მონაკვეთის გადიდება ან შეშუპება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების ყველაზე შკარა სიმპტომია.
კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები
ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ხშირ შემთხვევაში იგი ასოცირდება კუნთების შეშუპვასთან, რაც ნერვებზე ახდენს ზეწოლას.
როგორ უნდა შევამოწმოთ სახლში ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის ხარისხი
საღამოს 10 საათიდან 12 საათამდე მიიღეთ იოდის 5 პროცენტიანი დოზა და წაისვით მაჯებზე იოდი. დილას შეამოწმეთ ისევ გისვიათ თუ არა ხელებზე იოდის გროვა. თუ მასა გამქრალია, ესეიგი იოდის ნაკლებობა გაწუხებთ.