ჩვენს ცხოვრებაში გლობალური პოზიტიური ცვლილებების შემოსატანად ზოგჯერ პატარა და მარტივი ჩვევების სწავლაა საკმარისი. დღის განმავლობაში უამრავ რამეს ვაკეთებთ ავტომატურად. რატომ არ უნდა ვაქციოთ ეს ქმედებები სასარგებლო ჩვევებათ? ნახეთ რა დაგეხმარებათ ამაში:
10. დაიწყეთ დღე ერთი ჭიქა წყლით და ლიმონით
აქციეთ წესად ყოველი დღის დაწყება თბილი ლიმნიანი წყლის დალევით. ეს რიტუალი თქვენს მეტაბოლიზმს გაააქტიურებს საუზმის დრომდე. ლიმონში არსებული C ვიტამინი თქვენს მიკრობიციდულ იმუნიტეტს გააძლიერებს, რაც ყველაფერთან ერთად კანის მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.
9. გაიწმინდეთ კანი გვირილის წვენის გაყინული კუბებით
ეს მიმიკურ ნაოწებს დაგავიწყებთ და კანის გაცვლით პროცესებს დააჩქარებს. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი კანი უფრო გლუვი გახდება.
8. ატარეთ მსუბუქი სასუსნავები
არაჯანსაღი საჭმელების ჭამის ჩვევისგან გასათავისუფლებლად შეგიძლიათ თან ატაროთ ჯანსაღი სასუსნავების მცირე პორციები. ეს შეიძლება იყოს ხილი ან თუნდაც იოგურტი. ასეთი მარტივი ნახშირწყლებისგან დამზადებული სასუსნავების ჭამა შესამჩნევ შედეგს მოგცემთ ერთ თვეში.
7. გამოიყენეთ კბილის ძაფი
მეცნიერებმა დადგინეს კავშირი კბილებსა და კარდიოვასკულარულ დაავადებებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა იზრუნოთ თქვენს ორალურ ჯანმრთელობაზე. ამ პროცესში აუცილებელია გამოიყენოთ კბილის ძაფი, რადგან იგი ყველაზე ძნელად მისაწვდომი წერტილების გასუფთავებაშიც დაგეხმარებათ.
6. მიირთვით ვაშლი ყოველი ჭამის მერე
ჭამის მერე ვაშლის მირთმევა თქვენს პირში დარჩენილი საჭმლის ნარჩენებისგან გაგათავისუფლებთ, გააუმჯობესებს ღრძილებში სისხლის მიმოქცევას და დააბალანსებს პირის მჟავიანობას.
5. მიიღეთ კონტრასტული შხაპი ყოველდღე
კონტრასტული შხაპები აძლიერებს თქვენს ნერვულ სისტემას და ვენებს. იგი ასევე ვარიკოზული ვენების იდეალური სამკურნალო საშუალებაა.
4. დაიდგით მაგიდაზე წყლის ბოთლი
ადამიანების უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს, რომ დეჰიდრატაციით იტანჯება. ყოველთვის თან იქონიეთ სუფთა წყლით სავსე ბოთლი და დაიდგით ერთი თქვენს სამუშაო მაგიდაზეც. ასე ზედმეტი მონდომების გარეშე შეძლებთ საკმარისი სითხის მიღებას.
3. ჭამეთ თხილეული
ჭამეთ დღეში მინიმუმ 50 გრამი თხილეული. მათში შემავალი ომეგა-3 გააძლიერებს თქვენს კარდიოვასკულარულ სისტემას, თმას და ფრჩხილებს. ამასთანავე თხილეული შეიცავს ანტიოქსიტანდებს, პოტასიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას და უამრავ სასარგებლო ვიტამინს.
2. შეარჩიეთ წინდები ძილისთვის
ზაფხულში შეგიძლიათ ჩაიცვათ ბამბის წინდები, ხოლო ზამთარში მატყლის. შხაპის შემდეგ დაიმასაჟეთ ფეხები პიტნის ზეთით და ჩაიცვით მათზე წინდები. ეს პროცესი მაშინვე გაგრძნობინებთ თავს კარგად. მისი დახმარებით მალე დაგავიწყდებათ უხეში კანის პრობლემა თქვენს ქუსლებზე.
1. წაიკითხეთ ყოველდღე
ასეთი ჩვევა თქვენს მეხსიერებას, ლოგიკურ აზროვნებას და წარმოსახვას გააუმჯობესებს. ასევე შეგიძლიათ ატაროთ წიგნი გზაშიც და წაიკითხოთ იგი ტრანსპორტით გადაადგილებისას. დაიწყეთ დღეში 15-20 წუთის განმავლობაში კითხით და შემდეგ გაზარდეთ დრო ამ ჩვევის ჩამოყალიბებასთან ერთად.
ბონუსად თქვენი ორგანიზმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ დღეში მიირთვათ 3-5 პიტნის ფოთოლი. ამით თქვენს ფილტვებს ძალიან გააძლიერებთ. ასევე დამატებითი დადებითი ეფექტებისთვის დღიურ მენიუს შეგიძლიათ დაუმატოთ ნიორი, ცედრა, გრეიფრუტი, ბროწეული, ვაშლი და მუქი კენკრა.