სხეულის სუნის გაჩენას ოფლის მიერ ბაქტერიების გამრავლების პროცესის აჩქარება იწვევს, რის დროსაც ბაქტერიები ოფლს სუნიან მჟავებად გარდაქმნიან. აღსანიშნავია, რომ თქვენ სხეულზე გაჩენილი უსიამოვნო სუნის სახეობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ძალიან საჭირო ინფორმაციის მომცემი შეიძლება გამოდგეს. ნახეთ რას ნიშნავს სხვადასხვანაირი სუნის ქონა ტანზე:
თუკი სხეულის განავალის სუნი აქვს
ეს შეიძლება კუჭის გაჭედვით იყოს გამოწვეული. ამას დიდი ან პატარა ნაწლავის მუშაობის შეჩერება იწვევს გაჭედვის გამო. ასეთ დროს განავალის სუნი ჩნდება პირში და ასევე შეიძლება გამოიყოს ოფლით სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
თუ მჟავე სუნი გაქვთ
ეს ღვიძლის პრობლემაზე მიგითითებთ. ავადმყოფი ღვიძლი წარმოქმნის ბევრნაირ ქიმიკატებს, რომლებსაც მჟავე სუნი აქვთ. მათ სხეულის სუნზეც შეუძლიათ გავლენის მოხდენა.
თუ თევზის სუნი აგდით
თუ თქვენს შარდს, ამონასუნთქ ჰაერს და ოფლს დალპობილი თევზის სუნი აქვს, ეს შეიძლება გენეტიკური დაავადების ან ორგანიზმში ზედმეტად ბევრი პროტეინის არსებობის ბრალი იყოს. სწორედ ამიტომ მკურნალობენ ასეთ სინდრომს ანტიბიოტიკებთან და მჟავურ ლოსიონებთან ერთად დიეტის ნორმების შეცვლით.
თუ ტკბილი სურნელი გაქვთ
ეს შეიძლება დიაბეტის ნიშანი იყოს. ასეთ დროს ორგანიზმს ტკბილი სუნი ასდის სისხლში კეტონის მაღალი დონის არსებობის გამო. თუ თქვენს შარდს ასდის ტკბილი სუნი, მაშინ ეს შეიძება მეტაბოლური დაავადების სიმპტომი იყოს, რის დროსაც ორგანიზმს ამინომჟავების გადამუშავების უნარი უქვეითდება.
თუ დამლპალი კვერცხის სუნი გაქვთ
ეს შეიძლება ზედმეტად ბევრი ხორცის ჭამამ გამოიწვიოს, რადგან ეს პროდუქტი ძნელად მუშავდება მომნელებელი სისტემის მიერ. ცუდი სუნის გაჩენას სწორედ ხორცში შემავალი გოგირდის შემცველი ამინომჟავები იწვევს.
თუ ალკოჰოლის სუნი გაქვთ
ალკოჰოლს ორგანიზმი მომწამვლელ ნივთიერებად აღიქვავს და მის დაშლას ცდილობს ორგანიზმში მჟავების ნაწილაკებად. მეტაბოლიზმის პროცესები ასე ამუშავებს ალკოჰოლის 90 პროცენტს, დანარჩენი კი შარდის და ოფლის საშუალებით გამოდის ორგანიზმიდან. სწორედ ამიტომ იწვევს ზედმეტად ბევრი ალკოჰოლის დალევა მისი სუნის გაჩენას პირში და ტანზე.
ჭარბი ოფლიანობის გამოწვევა ნევროლოგიური, ენდოკრინული, ინფექციური და სხვა სისტემური დაავადებების წყალობით შეიძლება მოხდეს. ამ სინდრომს ყველაზე ხშირად ემოციები და სიცხე იწვევს, თუმცა მისით დაავადებული ადამიანები ჭარბ ოფლს მხოლოდ მათი სიფხიზლის საათებში გამოყოფენ. ეს ხდება ნორმალური ტემპერატურის ფონზე, დასტრესვის გარეშე.