ჯანმრთელობის 11 პრობლემა, რომლის ამოცნობაც პირის ღრუს უსიამოვნო სუნით შეიძლება.

პირში არსებული ცუდი სუნი ყოველთვის ცუდი ჰიგიენის ნიშანი არ გახლავთ. ეს შეიძლება ასევე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებზე მიგანიშნებდეთ, რის გამოც ზოგჯერ ექიმთან წასვლა სჯობს. მაგალითად ხილის სუნის გაჩენა პირში შეიძლება დიაბეტის მანიშნებელი იყოს. ნახეთ რაზე მიანიშნებს სხვადასხვანაირი სუნი:

11. დალპობილი კბილის სუნი – ღრძილების დაავადება

პირში დალპობილი კბილების სუნის გაჩენა იმაზე მიგანიშნებთ, რომ ღრძილების დაავადება ვითარდება თქვენს პირში და სასწრაფოდ სტომატოლოგს უნდა ესტუმროთ.

10. ნაფტალინის სუნი – სასუნთქი სისტემების პრობლემები

ალერგიები და სხვა მსგავსი სასუნთქი სისტემის დაავადებები შეიძლება პირში ნაფტალინის მსგავსი სურნელის გაჩენის მიზეზად იქცეს.

9. მჟავე სუნი – გულძმარვა

პირში მჟავე სუნის გაჩენა გულძმარვის მსგავს პრობლემებზე მიგანიშნებთ. ამის გამოსასწორებლად უნდა გამოასწოროთ თქვენი დიეტა და შეწყვიტოთ ალკოჰოლის, ცხარე საჭმელების და ყავის მირთმევა.

8. ხილის სუნი – დიაბეტი

პირში ხილის სუნის გაჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენ ორგანიზმში დიაბეტი განვითარების საწყის ეტაპებზეა და ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

7. პირში მეტალის გემო ან სუნი – მუცლის კიბო

ასეთი სუნის გაჩენა როგორც წესი მუცლის კიბოს განვითარების სიმპტომი გახლავთ.

6. ლპობის სუნი – ფილტვების კიბო

ფილტვების კიბო პირში ლპობის სურნელს აჩენს. ასეთი სიმპტომის შემჩნევისას რაც შეიძლება სწრაფად უნდა ესტუმროთ ექიმს.

5. თევზის სუნი – თირკმელების პრობლემები

პირში თევზის სუნის გაჩენა თირკმელების გათიშვაზე შეიძლება მიგანიშნებდეთ. ასეთ დროს თირკმელები სისტემიდან ნარჩენების გამოტანას ვერ ახერხებენ, რაც პირში სწორედ თევზის სურნელის გაჩენას იწვევს.

4. ობის და ტკბილი სუნი – ღვიძლის პრობლემები

პირში ობის მსგავსი სურნელის ან ტკბილი სურნელის გაჩენა იმაზე მიგანიშნებთ, რომ თქვენი ღვიძლი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. ასეთ მდგომარეობას ასევე გამოარჩევს თვალების და კანის გაყვითლების სიმპტომებიც.

3. მჟავე რძის სუნი – ლაკტოზის გადამუშავების პრობლემები

პირში მჟავე რძის სუნის გაჩენა იმაზე მიგანიშნებთ, რომ თქვენ ორგანიზმს არ შეუძლია რძეში არსებული ცილების გადამუშავება. ასეთ დროს სპაზმები და დიარეაც შეიძლება იყოს თანმდევი სიმპტომები.

2. ჭუჭყიანი საფენის სუნი – ნუშისებრი ჯირკვლების ქვები

ნუშისებრი ჯირკვლების ქვების გაჩენის სიმპტომი ასევე პირში გაჩენილი ცუდი სუნია. ასეთ სპეციფიურ სუნს ადამიანების უმრავლესობა ჭუჭყიანი საფენის სუნს ამსგავსებს. მსგავსი სიმპტომის შემჩნევისას სასწრაფოდ უნდა ესტუმროთ ექიმს.

1. საღეჭი რეზინის დაღეჭვა პირში არსებულ სურნელს არ აუმჯობესებს

სინამდვილეში საღეჭი რეზინი სრულიად საპირისპირო ეფექტით გამოირჩევა კვლევების მიხედვით. მასში არსებული შაქარი პირში არსებულ ბაქტერიას უფრო უკეთ გამრავლებაში ეხმარება. სმელის გამჩენ ბაქტერიებს საღეჭი რეზინის დაღეჭვით ფაქტიურად საჭმელს აწოდებთ.