ვარჯიშის სფეროში უამრავი წესი და აკრძალვა არსებობს. ხშირად გავრცელებული სასარგებლო მითები რეალურად თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ იმ მითების შესახებ, რომელიც თქვენი სხეულის გაჯანსაღებაში გიშლით ხელს ყველაზე მეტად:
მითი #1 ვარჯიშისთვის საუკეთესო პერიოდი დილაა
ვარჯიშისთვის მთავარია რეგულარული რეჟიმი და არა რომელიმე დღის პერიოდი, ასევე იმ დროს ვარჯიში, როდესაც თქვენ ამისთვის ბოლომდე მზად გრძნობთ თავს.
მითი #2: თქვენი ტვინის გასავარჯიშებელი საუკეთესო აქტივობებია ინტელექტუალური თამაშები და კროსვორდები
ტვინისთვის სასარგებლოა ასევე ფიზიკური ვარჯიშებიც, რომელიც ასწრაფებს სისხლის მიმოქცევას. სპორტული აქტივები მაგალითად აუმჯობესებს ადამიანის ხასიათს, მეხსიერებას და გიცავთ ასევე დემენციისგანაც.
მითი #3: შეგიძლიათ ვარჯიშის რამდენიმე კვირა გამოტოვოთ ფორმის დაკარგვის გარეშე
სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა 1 კვირიანი სესვენების შემდეგ კუნთების მასას მნიშვნელოვან მასას კარგავს, რის გამოც სასურველი მიზნის მიღწევის შემდეგ ვარჯიშს თავი მთლიანად არ უნდა დაანებოთ.
მითი #4: მხოლოდ დიდ მანძილზე სირბილია ეფექტური
მარათონის სიგრძეზე და მოკლე მანძილზე მორბენალ ადამიანებს გულის ერთნაირი მდგომარეობა აქვთ. თანაც მსუბუქი ვარჯიში ორგანიზმისთვის უკეთესია.
მითი #5: ენერგეტიკული სასმელები ჰიდრატაციის შესანიშნავი საშუალებაა ვარჯიშის დროს
ენეერგეტიკული სასმელები უბრალოდ შაქრიანი წყალია, რის გამოც ექსპერტები სუფთა წყლის დალევას გვირჩევენ მათ მაგივრად.
მითი #6: სარბენი ბილიკი პარკში სირბილზე უკეთესია
ქარის წინააღმდეგ სირბილი კუნთების ბევრად უფრო მნიშვნელოვან ჯგუფებს ავარჯისებს და 10 პროცენტით უფრო მეტი კალორიების დაწვას იწვევს, ვიდრე სარბენ ბილიკზე ვარჯიში.
მითი #7: რთული ვარჯიშები შიმშილის გრძნობას აჩენს
თუ ვარჯიშის შემდეგ გშიათ, ესეიგი რაღაც პრობლემა გაქვთ. ფიზიკურმა ვარჯიშმა შიმშილის გრძნობა უნდა გააქროს, რადგან იგი შიმშილის გრძნობის გამჩენი ჰორმონების გამოყოფას უშლის ხელს.
მითი #8: ცილების ფილები შვრიის იდეალური შემცვლელი პროდუქტია
ცილების ფილის გადასამუშავებლად ორგანიზმი ნაკლებ კალორიებს წვავს, რის გამოც მის ჭამას შვრიის მირთმევა სჯობს.
მითი #9: მხოლოდ რძის პროდუქტები შეიცავენ კალციუმს
რძის პროდუქტების გარდა კიდევ უამრავი საჭმელია სავსე კალციუმით. ასეთი პროდუქტების სიაში შედის ბროკოლი, ისპანახი და სეზამის თესლები.
Myth #10: იოგა ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილს გააქრობს
იოგა ზურგის ტკივილებს მარტო იმ შემთხვევაში გააქრობს, თუკი ისინი კუნთების დაჭიმვითაა გამოწვეული. უფრო სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ იოგა სარგებელზე უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ.
Myth #11: სირბილი აზიანებს თქვენს მუხლებს და კოჭებს
უახლესი კვლევების მიხედვით არ არსებობს ისეთი არგუმენტი, რომელიც ამ მითის რეალურობას ამყარებს. სირბილი არ აზიანებს თქვენს მუხლებს და კოჭებს, თანაც იგი მათ ტრამვების მიმართ უფრო გამძლესაც კი ხდის.