სხეულის ზედმეტად სწრაფად დაბერების 6 სიმპტომი

მეცნიერების აზრით დაბერების სიჩქარე გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული და არა თქვენს გენეტიკაზე. ჩვენი გენები დაბერების პროცესების მხოლოდ 20 პროცენტზე ახდენს გავლენას. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დაბერების პროცესების დამაჩქარებელი ნეგატიური ფაქტორების არსებობაზე მიგვანიშნებენ:

1. ექსტრემალურად გამომშრალი და დაბზარული კანი

თუ თქვენი კანი ზედმეტად გამომშრალია, იქერცლება და პიგმენტური წერტილებით და ნაოჭებით გამოირჩევა 25 წლამდე, მაშინ აუცილებელია თქვენი ცხოვრების წესი უფრო გააჯანსაღოთ და მენიუში ბოსტნეული, კენკრა და თხილეული დაუმატოთ.

2. თვალის კანის ჩამოწელვა

თვალების ირგვლივ არსებული კანი ყველაზე მგრძნობიარეა ისეთი გარე ფაქტორების მიმართ, როგორიცაა უძილობა, სტრესი და ულტრაიისფერი სხივები. თუკი თვალის კანის ირგვლივ ნაოჭების გაჩენას და კანის ჩამოწელვას 40 წლამდე შეამჩნევთ, მაშინ ეს ზედმეტად სწრაფი დაბერების პროცესების დამსახურებაა, რომელსაც შინაგანი ორგანოების პრობლემები იწვევს. ასეთ დროს უნდა დალიოთ მეტი წყალი, გამოიძინოთ საკმარისად და მოერიდოთ მარილიანი კერძების ჭამას.

3. მენსტრუალური ციკლის დაავადებები

არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი ნაადრევი მენოპაუზის ნიშანი შეიძლება იყოს. თუკი ამ სიმპტომს 40 წლამდე შეამჩნევთ, მაშინ თქვენ შინაგანი ორგანოების ნაადრევი დაბერების პრობლემები გაწუხებთ. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ესტუმროთ თქვენს გინეკოლოგს რეგულარულად, რათა თავი დაიცვათ შინაგანი ორგანოების ანთებებისგან და მიიღოთ საკმარისი ვიტამინები.

4. ფიზიკური სისუსტე

თუ კიბეებზე ასვლა, სიარული ან რომელიმე ყოველდღიური აქტივობა ძალიან გიძნელდებათ, მაშინ ეს თქვენი ოფიციალურ და ბიოლოგიურ ასაკებს შორის განხვავების არსებობის ნიშანია. ამის გამოსასწორებლად დაკავდით ისეთი აქტივობებით, როგორიცაა იოგა, ცეკვა, ველოსიპედით სეირნობა და ა.შ რათა უფრო მეტად გააქტიუროთ თქვენი ცხოვრების წესი.

5. შესამჩნევი თმისცვენა

დღეში 50-125 თმის ღერის დაკარგვა ნორმალურად ითვლება, თუმცა თუკი ამაზე ბევრად უფრო ჭარბ თმის ცვენას შეამჩნევთ, მაშინ ექიმს უნდა მიმართოთ. ეს სწრაფი დაბერების მიერ გამოწვეულ ჰორმონალურ დარღვევებზე მიგანიშნებთ. ამის გამოსასწორებლად უნდა იხმაროთ სწორი ჰიგიენური პროდუქტები და გაამდიდროთ თქვენი დიეტა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტებით.

6. ძილის პრობლემები

თუკი ღამით მოულოდნელად გაღვიძების პრობლემა და დილით ზედმეტად ადრე გაღვიძების პრობლემა გაწუხებთ, მაშინ თქვენ ორგანიზმში კორტიზოლის დონე შეიძლება იყოს მომატებული. ეს ჰორმონი 60 წლის შემდეგ იწყებს ადამიანების ორგანიზმში უფრო დიდი რაოდენობით გამოყოფას, რასაც შფოთვის შეგრძნების გამოწვევა შეუძლია ძილის დროს. თუკი ეს პრობლემა უფრო ადრეულ ასაკში გაწუხებთ, მაშინ სჯობს ექიმს მიმართოთ ჰორმონების დონის გამოსაკვლევად.