სიყვარული, ოჯახი, ნათესავებთან კავშირი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვობიდან ოჯახურ ღირებულებებს და მშობლების მიმართ პატივისცემას გვასწავლიან. იდეალურ პირობებში ყველა ბედნიერია და ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად საზოგადოებაში რაღაც არასწორად მიმდინარეობს: ხან ბავშვები უმადურები არიან, ხან მშობლები ცუდები არიან.. ხოლო ბავშვების მშობლებიდან გადასვლის საკითხი, საერთოდ სრული სიბნელეა.
რედაქციამ ინტერნეტ სივრცეში ერთი ქალის პოსტი იპოვა, რომლის მთავარი კითხვაც ასე ჟღერდა: „უნდა დავეხმარო მშობლებს, რომლებსაც ჩემთვის ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ?“ მსურს ეს ისტორია გაგიზიაროთ, რომ გაარკვიოთ – ბავშვები მშობლების მიმართ ვალდებულნი არიან თუ ყველაფერი პირიქითაა.
უმადური ბავშვები
„42 წლის ვარ, ბარსელონაში ვცხოვრობ, ესპანელი მეუღლე და ვაჟიშვილი მყავს. მშობლები რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობენ. წუწუნებენ, რომ ყველაფერი ცუდადაა და თავად უკვე მოხუცები არიან და ესპანეთში წამოყვანას მთხოვენ. სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილება 9 წლის წინ მივიღე: თავად შევაგროვე ფული, ენა ვისწავლე და უცხო ქვეყანაში ათასი სირთულე გადავიტანე. ოჯახიდან მხარს არავინ მიჭერდა, განათლება თავად მივიღე და სწავლის შემდეგ ვმუშაობდი…ასე იყო ყოველთვის.
ახლა უკვე 7 წელია გათხოვილი ვარ, ვმუშაობ და ბავშვის სკოლის, წრეების და ტანსაცმლის ხარჯებს ვიხდი. დანარჩენი ხარჯები ჩემს მეუღლეზეა. რამდენიმე წლის წინ მშობლებს ბარსელონაში გადმოსვლა შევთავაზე, მაგრამ არა ჩვენს სახლში, არამედ ქალაქგარეთ. მათ უარი თქვეს, თავად არ სურთ, აი, სადმე ზღვასთან ახლოს კიდევ შეიძლება. მათ განვუმარტე, რომ ასეთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ შევძლებ. ხოლო ახლა თუ გადმოვიყვან, ჩვენი ყოფა და ქმართან ურთიერთობა დაირღვვა და, რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობაც შეირყევა.
ახლა უკვე მოხუცები არიან. დედა ყოველი დარეკვის დროს წუწუნებს, რომ წყლის მომწოდებელი არავინაა და მზადაა ჩვენთან გადმოვიდეს. ამასთან, სტუმრად ყოფნის დროს ჩემს ქმარს ყოველთვის ამცირებდა. სტუმრობის ხარჯებს ყოველთვის მე ვიხდიდი, რომ შვილს ბებია-ბაბუის არსებობა ცოდნოდა. თუმცა თავად შვილიშვილისკენ გული არასდროს მოუწევდათ.
მშობლებს დანაზოგი არ აქვთ, მათი ბინა თეთრები ღირს. მთელი ხარჯი ჩემს და მეუღლის მხრებს დააწვება. შვილის ყველაფერში შეზღუდვა მომიწევს. არადა ძალიან მსურს ყველაფერი მივცე, რაც მე არ მქონდა. ვფიქრობ, ვუთხრა, რომ საბუთებთან არაფერი გამომივიდა და გადმოსვლა შეუძლებელია. ძალიან მეცოდებიან, გული სადაცაა გასკდეს. მაგრამ რატომ ყოველთვის მე?”
ჩვენს დროში ბევრი თვლის, რომ სწორედ მშობლები არიან შვილების მიმართ ვალდებულნი არიან, რადგან ისინი დედ-მამას არ ირჩევენ. მშობლებს კი ყოველთვის აქვთ არჩევანი – ბავშვი გააჩინონ თუ არა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია აიღოთ და უბრალოდ გულიდან ამოიღოთ ყველაფერი, რაც გაქვთ. მშობლებმა ხომ ყველაზე ღირებული რამ გაჩუქეს – სიცოცხლე.
არ იცით, თუ თქვენს აღზრდაში რამდენი ძალა, ნერვები და სიყვარული ჩადეს. სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება – მაგალითად, მშობლებისთვის ძიძის აყვანა, თუ მაგალითად წაყვანას ვერ ახერხებთ.
უბრალოდ ოჯახში ერთმანეთთან საუბარი ყოველთვის აუცილებელია და მთელი ცხოვრება წყენა გულში არ უნდა შეინახოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, შვილებმა მოხუც მშობლებს უნდა მოუარონ? თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსირეთ და სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.