სკანდინავიური ეფექტური დიეტა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მარტივ დიეტად ითვლება მსოფლიოში

1525

ეს დიეტა დანიელმა დიეტოლოგმა და ბიოლოგიური კომპანიის დირექტორმა სუზი ვენგელმა მოიგონა. აღნიშნული მეთოდი მისი სიმარტივის და ეფექტურობის გამო მალე გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიეტა. ნახეთ რატომ გაითქვა სახელი ამ ჯანსაღმა მენიუმ და რატომ აფასებენ მას ექიმები:

როგორ მუშაობს ეს დიეტა და რატომაა იგი მარტივი?

ამ დიეტის დაცვა ადვილია, რადგან არ გჭირდებათ კალორიების დათვლა და ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების პროპორციების დაცვა. ეს სისტემა ასევე პორციების კონტროლსაც არ გავალდებულებთ.

მთავარი წესი: ყოველი ჭამისას თქვენ უნდა მიირთვათ ოთხი სხვადასხვა ტიპის საკვები, მათ შორის ცილები, ნახშირწყლები, ბოსტნეული და 1 ს/კ ცხიმი.

სუზის თქმით თუ დიეტა ჯანსაღი არაა, მისი წყალობით შეიძლება გაიუარესოთ კანის ფერი და თმის მდგომარეობა. ამას ასევე თავის ტკივილების გაჩენაც შეუძლია.

“მეორე შვილის გაჩენის შემდეგ წონა მოვიმადე და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდი გახდობას. ჩემმა წონამ 100 კილოს მიაღწია. უამრავი სახის დიეტის დაცვა ვცადე, თუმცა მთავარი პრობლემა ის იყო, რომ რამდენჯერმე მოვახერხე 20 კილოს დაკლება, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ მოვიმატე წონაში. გავაცნობიერე, რომ მკაცრი დიეტები ჭარბი რაოდენობით ჭამის პროვოცირებას ახდენენ, რის გამოც ჩემი საკუთარი დიეტის გეგმა შევადგინე. დღეს ჩემი წონა 60 კილოა და უკვე 6 წელია რაც ასეა” – განაცხადა სუზიმ.

რა არის დიეტის გეგმა?

ამ დიეტის დასაცავად თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური რეცეპტების ძებნა. მის გეგმაში შედის ისეთი მარტივი კერძები, როგორიცაა:

საუზმე

ბოსტნეული (2 პორცია): რამდენიმე პომიდორი და მწვანე ლობიო
ცილა (1 პორცია): 2 კვერცხი
ნახშირწყლები (1 პორცია): 1 ნაჭერი პური
ცხიმი (1 ს/კ): პურზე წასმული კარაქი
1 ჭიქა ყავა რძით

ლანჩი

ბოსტნეული (2 პორცია): სტაფილო, კიტრი, წიწაკა, პომიდორი, სოკო
ცილა (1 პორცია): კვერცხი, ბეკონის ნაჭერი
ნახშირწყლები (1 პორცია): პური
ცხიმი (1 ს/კ): ყველი

ვახშამი

ბოსტნეული (2 პორცია): სტაფილო, ასპარაგუსი
ცილა (1 პორცია): მჭლე ხორცი
ნახშირწყლები (1 პორცია): ერთი ჭიქა ღვინო
ცხიმი (1 ს/კ): ზეთი ბოსტნეულის მოსაშუშად