9 ვარჯიში ზურგის ტკივილის გაქრობად

ზურგის დაბლითა ნაწილის ტკივილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა განიცდის. სწორედ ამიტომაა საჭირო ვიცოდეთ ყველაზე ეფექტური მეთოდები, რომლის დახმარებითაც ამ გავრცელებულ პრობლემას მარტივად ვუმკურნალებთ:

1. ბავშვის პოზა

  • დადექით ოთხზე და გაწელეთ ხელები
  • ნელა დაწიეთ საჯდომი ქუსლებისკენ
  • დადევით თავი იატაკზე და გაშალეთ ხელები წინ სწორად. გაჩერდით ასე 30 წამის განმავლობაში

2. ოთხის პოზა

  • დაწექით ძირს და მოხარეთ მუხლები.
  • მოხარეთ მარცხენა ფეხი, აწიეთ მარჯვენა ფეხი და დადევით მარცხენა მუხლზე. ნელა გაწიეთ
  • ტანისკენ მარცხენა თეძო
  • თავი და მხრები უნდა იდოს იატაკზე
  • გაჩერდით ასე 30 წამის განმავლობაში, ორივე ფეხით

3. შებრუნება

  • დაწექით იატაკზე და მოხარეთ მუხლები, გაწიეთ ფეხები მარჯვნივ
  • მარცხენა ფეხი უნდა იდოს იატაკზე და მარჯვენა კოჭი უნდა იყოს მარჯვენა მუხლის მაღლა
  • დაიდეთ ხელები თავთან ახლოს და მიწიეთ მარჯვენა მუხლი იატაკთან ახლოს. გაჩერდით ასე 30
  • წამის განმავლობაში, ორივე მხარეს

4. ბუქნები

  • გაწიეთ მარჯვენა ფეხი წინ და დადევით ხელები იატაკზე
  • გადადგით ნაბიჯი მარჯვენა ფეხით. ნაბიჯი უნდა იყოს მხრის სიგანის
  • შემდეგ ხელის გამოძრავების გარეშე გადახარეთ თეძოები წინ გასაწელად და გაჩერდით ასე 30
  • წამის განმავლობაში.
  • გაიმეორეთ იგივე მარცხენა ფეხითაც

5. ფეხების გაშლა

  • დადგით ფეხები განიერად და გაასწორეთ ზურგი. დაჭიმეთ მუცელი და ჩამოწიეთ მხრები დაბლა.
  • შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ დაბლა ჩაწევასთან ერთად ისე, თითქოს სკამზე ჯდებით. გაწიეთ
  • მუხლები გვერდებზე
  • გაჩერდით ასეთ პოზაში 30 წამით

6. გადახრა

  • დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და ნელ სუნთქვასთან ერთად გაასწორედ ზურგი, მუხლები კი ოდნავ მოხარეთ
  • მოდუნდით და გაჩერდით ამ პოზაში 30 წამის განმავლობაში, შემდეგ ნელა აიწიეთ მაღლა

7. ყვავის თავის პოზა

  • დაჯექით საჯდომზე და მოხარეთ მუხლები
  • გაწიეთ მარჯვენა ფეხი მარცხენა მუხლის უკან იატაკზე და მარცხენა თეძოს მარცხნივ. თქვენი მუხლები უნდა იყოს ერთმანეთის მაღლა განთავსებული
  • აწიეთ თქვენი თავი ხელებით სწორი პოზიციის მისაღებად და შემდეგ ჩაიწიეთ დაბლა წონი თანაბარი გადანაწილებით. გაჩერდით ასეთ პოზაში 30 წამის განმავლობაში.

8. მჯდომარე დატრიალება

  • დაჯექით და გაასწორეთ ფეხები, შემდეგ მოხარეთ მუხლები და დაიდეთ მარცხენა ფეხი მარჯვენა ფეხზე, თეძოს გარე მხრიდან
  • მიწიეთ მარჯვენა ფეხი საჯდომის მარჯვენა ნაწილთან ახლოს
  • გაწიეთ მარჯვენა იდაყვი მარცხენა მუხლის მარცხნივ და წინ. გაჩერდით ასეთ პოზიციაში 30 წამის მანძილზე და გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით მეორე მხარეს.

9. ბედნიერი ბავშვის პოზა

  • დაწექით ზურგზე, შეისუნთქეთ და მოხარეთ მუხლები მუცლისკენ
  • შეისუნთქეთ და მოუჭირეთ ფეხის გარეთა ნაწილს ხელები
  • ნელა გაშალეთ მუხლები თეძოებზე უფრო განიერ ზომაზე და შემდეგ გაწიეთ ისინი წინ იღლიებისკენ
  • გაჩერდით ამ პოზაში 30 წამის მანძილზე.