უგემრიელესი პლომბირის მარტივი რეცეპტი. გემო, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნაყინი არ უყვარს. გსურთ, თქვენი ხელით მომზადოთ ეს ცივი, ტკბილი და უგემრიელესი საოცრება? მოდით, ერთად გავიხსენოთ ბავშვობის გემო…

შემოგთავაზებთ ნაყინის 2 საკმაოდ ძველ რეცეპტს

ინგრედიენტები 1-ლი რეცეპტისათვის:

  • შაქარი 100 გრ
  • რძე 125 გრ
  • ვანილი 5 გრ
  • 35%-იანი ცხიმიანობის  ნაღები 300 გრ
  • კვერცხი 3 ცალი

მომზადების წესი:

აიღეთ სქელძირიანი ჭურჭელი ჩაასხით რძე, აადუღეთ, დაამატეთ შაქარი, ვანილი და გააციეთ. გაციებულ მასას დაამატეთ კვერცხის გულები, დაადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, სანამ სარ გახდება შედედებული რძის სისქე. გაციების შემდეგ შეურიეთ ნაღები. მიღებული მასა გადაიტანეთ კონტეინერში და გაყინეთ. გაყინვამდე საათში ერთხელ კარგად მოურიეთ.

იგრედიენტები მე-2 რეცეპტისათვის:

  • 10%-იანი ცხიმიანობის ნაღები 200 გრ
  • 35%-იანი ცხიმიანობის ნაღები 500 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ვანილი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გულები შაქართან ერთად გათეთრებამდე ათქვიფეთ
  2. მიქსერით, თანდათან დაამატეთ 10%-იანი ნაღები, ვანილი,
  3. დაადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  4. გააციეთ, შედეთ საყინულეში და ნახევრად გაყინულს
  5. დაამატეთ 35% იანი ნაღები, მოურიეთ და შედეთ ისევ
  6. საყინულეში. პერიოდულად გამოიღეთ და მოურიეთ.
  7. შეგიძლიათ სურვილისამებრ დაამატოთ თხილი, ხილი ან
  8. თეთრი შოკოლადი.

უგემრიელესი ნაყინი მზად არის. მიირთვით და ისიამოვნეთ!