7 ნიშანი და სიმპტომი, რომლითაც ორგანიზმი მოსალოდნელი ინსულტის შესახებ გვაფრთხილებს

ინსულტი წარმოადგენს სწრაფად განვითარებად დაავადებას. ინსულტის დროს თავის ტვინში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ტვინის ქსოვილის დაზიანებას. არსებობს ინსულტის ორი ტიპი: იშემიური და ჰემორაგიული.

50 წლის ზემოთ ინსულტის რისკი ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში. ქალებში ინსულტის ალბათობა იზრდება მათ ორგანიზმში მომხდარი ჰორმონალური ცვლილებების გამო.

შემოგთავაზებთ მიზეზების მოკლე ჩამონათვალს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს:

  • ჰიპერტონია
  • კონტრაცეპტივების გამოყენება (განსაკუთრებით ჰიპერტენზიის მქონე ქალებში)
  • მენოპაუზა
  • ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე
  • შაქარიანი დიაბეტი
  • არასწორი კვება და არაჯანსაღი ცხოვრების წესი
  • ჭარბი წონა

სამწუხაროდ, ინსულტი ქალებში უფრო აგრესიულია, ვიდრე მამაკაცებში, რაც იწვევს სერიოზულ და შეუქცევად შედეგებს.

შემოგთავაზებთ ინსულტის მთავარ სიმპტომებს, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ მოსალოდნელი საფრთხის არიდებას.

  1. კოორდინაციასა და წონასწორობის დაკარგვა
  2. მხედველობის გაორება, დაკარგვა, ბუნდოვნად ხედვა
  3. სახის დამბლა, პარალიზება
  4. კიდურებში ძალის დაკარგვა და დაბუჟება
  5. მეტყველების გაძნელება
  6. თავის ტკივილი
  7. ცნობიერების, გონების დაკარგვა

თუ თქვენ ერთი ან მეტი ნიშანი აღგენიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალობა და რეაბილიტაცია დამოკიდებულია ინსულტის ტიპზე და იმაზე, თუ რამდენად დააზიანა მან პაციენტის ჯანმრთელობა.

იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ რეგულარულად და შეძლებთ  ინსულტის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას.