ზოდიაქოს ეს ნიშნები აბსოლუტურად განსხვავდებიან, თუმცა ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავენ

წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც განსხვავებულლები არიან, მაგრამ ერთმანეთს ანდამატივით იზიდავენ.

ვერძი და სასწორი

სასწორები არიან მშვიდობისმოყვარულნი, ხოლო ვერძები სათქმელს გულში არ იტოვებენ და არც კი უფიქრდებიან, რომ შეიძლება ვინმეს გული ატკინონ. სასწორთან ურთიერთობის შემდეგ კი სანამ რამეს იტყვიან, სწავლობენ დაფიქრებას. თავის მხრივ სასწორები აღფრთოვანებული არიან ვერძების სიმამაცით.

როდესაც სასწორი ამჩნევს, რომ ვერძი მასთან დამოკიდებულებაში არ არის მართალი, მაშინვე საყვედურობს და შეიძლება კონფლიქტიც დაიწყოს. აი, რატომ მიიჩნევს ვერძი სასწორს იდიალურ თანამგზავრად. ვერძი ასწავლის სასწორს სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

კურო და მორიელი

ეს ყველაზე ძლიერი და ტემპერამენტული ზოდიაქოს წყვილია. ისინი გვასწავლიან, რომ სიყვარულისთვის შეიძლება მთელი ძალა და ენერგია გაიღო. კარგად არის ცნობილი, რომ ორივე აქვს ძლიერ ენერგეტიკა და პრესპექტივების დანახვის შესაძლებლობა. კუროები  საყვარელი საქმისადმი სრულად არიან კონცენტრირებული. მათ უყვართ უერთგულესი მეგობრების გარემოცვაში ყოფნა. მორიელები თამამად ნებდებიან ყველა გრძნობასა და ემოციას.

დედამიწისა და წყლის ძლიერი ნიშნის ქვეშ დაბადებული ეს წყვილი შრომიმოყვარე და ყოვლისშემძლლეა, ლიდერი წყვილია. ისინი სიამოვნებას იღებენ ოჯახური ცხოვრებიდან. იქმნიან წარმატებულ კარიერას, საოცარი შრომისმოყვარეობის დემონსტრირებას ახდენენ, მაგრამ ყველაზე მთავარი მათი ერთმანეთისადმი სიყვარულია.

კირჩხიბი და თხის რქა

ეს წყვილი შრომისმოყვარე და ყოვლიშემძლეა. წყლისა და მიწის ეს კავშირი გამართლებულია. კირჩხიბი სიამოვნებით აღიარებს პარტნიორის ლიდერობას. ისინი არიან პრაქტიკულები, შრომისმოყვარენი და საუკეთესო წყვილად არიან აღიარებული. კირჩხიბი თხის რქას თავის დამცველად და საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი.

თევზები და კირჩხიბი

ზოდიაქოს ნიშნებიდან თევზები ყველაზე ემოციურები არიან, ხოლო ქალწულები გამოირჩევიან თავშკავებულობით. ამიტომ ქალწულები თევზებიდან სწავლობენ გულწრფელად გამოხატონ თავიანთი ემოცია, ხოლო თავის მხრივ პარტნიორს ეხმარებიან თავიანთი სურვილების რეალიზაციაში. ქალწულები ცხოვრობენ გეგმის მიხედვით და მიზანმიმართულები არიან, თევზები კი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და დინებას მიჰყვებიან.