ალბათ ყველას ძალიან გიყვართ ტკბილი დ წვნიანი მანდარინი და ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა სასარგებლოა მანდარინის ქერქი.
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი – ის ზოგიერთ პრობლემას წამლებზე უკეთ კურნვს!
რატომ მანდარინი?
- მდიდარია ვიტმინებით: B1, B2, B3, B6 და B9.
- ის შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა: მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, თუთია.
- მდიდარია ეთერზეთებით.
- მის საოცარ არომატს აქვს დამამშვიდებელი გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
კიდევ უფრო დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე ამ არომატული ნაყოფის კანს. თუ მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს სწორი ინსტრუქციით მივიღებთ, სწრაფად შევძლებთ მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას.
1. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
თუ თქვენ გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, მანდარინის კანი გახეხეთ და დაამატეთ ნებისმიერ საჭმელს. ის გაგათავისუფლებთ კუჭის ტკივილისა და მეტეორიზმისგან.
2. ფიზიკური გადაღლა და უძილობა
მანდარინის კანები ჩაყარეთ პატარა ტომარში და 15 წუთის განმავლობაში ისუნთქეთ მისი არომატი. ის შეგიმსუბუქებთ ან შეგიჩერებთ თავის ტკივილს, მოგიხსნით დაღლილობას და უძილობას.
3. სოკო
ადამიანებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის სოკოვანი დაავადებები. მანდარინის ნედლი კანით კარგად დაიმუშვეთ კანის დაინფიცირებული მონაკვეთები, რაათ მინიმალურ ვადაში გათავისუფლდეთ უსიამოვნო სიმპტომებისგან.
4. ბრონქიტი
ნახევარი მანდარინის კანს დაამატეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი, დააყოვნეთ დაახლოებით 1 საათი და შემდეგ დალიეთ. შედეგისთვის მიიღეთ დღეში სამჯერ.
5. გაციება
მანდარინის კანი ეფექტურად დააგეხმარებათ ცხვირის სასუნთქი გზების გათავისუფლებაში. რამდენიმე მანდარინის ქერქი ჩაყარეთ ცხელ წყალში და 10 წუთის განმავლობაში ორთქლი ღრმად ისუნთქეთ.
6. ჰიპერტენზია და ტაქიკარდია
მანდარინის კანს დაასხით 3 ლ. წყალი, აადუღეთ და დააყოვნეთ. მომზადებული ნარევი დაამატეთ აბაზანაში და ჩაწექით.
გარდა მისი კანის ასეთი გამოყენებისა, ძალიან დიდ სარგებელს მოგცემთ მანდარინის ნაყოფის რეგულარულად მირთმევა.
რატომ უნდა მივირთვათ მანდარინი?
ყაზბობა
მანდარინის 88% წყალია, ამიტომ ის დაგეხმარებათ ყაზბობისა და გაუწყლოების წინააღმდეგ ბრძოლაში.
არტერიული წნევა
მანდარინი შეიცავს კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას. ექსპერტები გირჩევთ, რომ კარდეოლოგთან ვიზიტამდე მიირთვათ მანდარინი.
ჭრილობები
მანდარინის ზეთი დაგეხმარებათ ჭრილობის შეხორცებაში. ის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლის კარგი საშუალებაა, ხელს უწყობს თმის ზრდას და აფერხებს გაჭაღარავებას.
ანემია
ზოგიერთი ექსპერტი გირჩევთ მანდარინის მოხმარებას, რადგან შემავალი C ვიტამინი ხელს უწყობს რკინის შეწოვას.
კიბოს პროფილაქტიკა
მანდარინს აქვს მჟავების მაღალი შემცველობა, რომლებიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის შიცავს აზოტის ოქსიდს, რაც ხელს უწყობს კიბოს გარკვეული ტიპების თავიდან აცილებას.
გახდომისთვის
ის ანაყრებს კუჭს, ამიტომ დიეტის დროს მიირთვით მანდარინი. ასევე ამცირებს ინსულინის დონეს.
ვიტამინი C-ს წყარო
ვიტამინი C ორგანიზმის დამცველი, იმუნიტეტის გამძლიერებელი, აძლიერებს წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
სხვა ღირებულებეთან ერთად მანდარინი არის უგემრიელესი. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაამატეთ მანდარინი თქვენი კვების რაციონს.