ასპირინი მხოლოდ ანალგეტიკი არ არის. 10 გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ამ აბით ვებრძვი

0
12995

ასპირინი იაფი მედიკამენტი, რომლის ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში ურეცეპტოდ შეგიძლიათ. ბევრს ვერც კი წარმოგიდგენიათ ამ საოცრებას ისეთი უნიკალური შემადგენლობა აქვს.

შემოთავაზებთ 10 შემთხვევას, როდესაც ასპირინის საოცარ ეფექტს თქვენი საკუთარი თვალით დაინახავთ და იგრძნობთ.

1. გეხმარებათ მუწუკების წინააღმდეგ ბრძოლაში

ასპირინი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის აწყნარებს კანს და ამცირებს მუწუკებს. 2-3 აბი ასპირინი დაფხვენით და შეურიეთ ლიმონის წვენში. ნარევი წაისვით მუწუკებზე, გაიჩერეთ 1 წუთი და ჩამოიბანეთ.

დაიმახსოვრეთ, თუ გარეთ უნდა გახვიდეთ ანუ მზეზე ყოფნის წინ არ უნდა წაისვათ.

2. ხსნის მწერების ნაკბენებით გამოწვეულ ქავილს

ასპირინი ხსნის კოღოების ნაკბენებით გამოწვეულ შეშუპებასა და ქავილს. 1 აბი ასპირინი გახსენით ისეთი რაოდენობის წყალში, რომ მიიღოთ ნაზავი, წაისვით ნაკბენებზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი.

3. ამცირებს ფორებს სახეზე

ასპირინის მჟავა ამცირებს ფორების ზომას, კანს აძლევს ბზინვარებას და სიგლუვეს.

ასპირინიანი ნიღაბის მომზადების წესი:

7 აბი ასპირინი დაფხვენით, შეურიეთ 3 ს. კ. იოგურტში ან არაჟანში, დაამატეთ 1 ს. კ. თაფლი, კარგად აურიეთ და დაიტნეთ სახეზე თანაბარი რაოდენობით, მოერიდეთ და არ წაისვათ თვალების გარშემო. ნიღაბი გაიჩერეთ 15-20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. გაგათავისუფლებთ ქერტლისგან

ქერტლი ესთეტიკურადაც უსიამოვნო დასანახია და ამავე დროს იწვევს ქავილს. 2 აბი ასპირინი დაფხვენით და შეურიეთ შამპუნის იმ რაოდენობას, რომელიც დასაბანად გჭირდებათ.

5. ასპირინი გამამხნევებელი საშუალება (კანის ღრმა გამწმენდი)

აცეტილსალიცილის მჟავას აქვს მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლების ეფექტი. რამდენიმე აბი ასპირინი დაფხვენით, გახსენით წყალში. მომზადებული ნარევი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი, დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეამცირეთ ასპირინის დოზა და 2 წუთში ჩამოიბანეთ, რათა არ გამოიწვიოს კანის დაზიანება.

6. ასპირინი კოჟრების წინააღმდეგ

ასპირინი გაგათავისუფლებთ აბეზარი კოჟრებისგან. 7 აბი ასპირინის ფხვნილი შეურიეთ 1 ს. კ. ლიმონის წვენში, წაისვით კოჟრებზე, თბილად შეიხვიეთ და 10 წუთის შემდეგ პრობლემური ადგილები პემზის ქვით დაიმუშავეთ.

7. აღადგენს დაზიანებულ თმას

ასპირინი თმას არბილებს, მატებს ბზინვარებას, შეღების შემდეგ უნარჩუნებს ფერს. ფინჯან თბილ წყალში შეურიეთ 10 აბი დაფხვნილი ასპირინი.

მომზადებული ნიღაბი დაბანის შემდეგ შეიზილეთ ჯერ კედევ სველ თმებზე, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ დაიბანეთ.

გირჩევთ, რომ მოცემული რჩევების გამოყენებამდე თერაპევტთან ან დერმატოლოგთან გაიარეთ კონსულტაცია.

8. სპირინი ოფლის ლაქების წინააღმდეგ

თქვენ ფიქრობთ, რომ ოფლის ლაქებით დაზიანებული სამოსი გამოუსადეგარია, მაგრამ ცდებით. 1 აბი ასპირინი გახსენით თბილ წყალში, დაიტანეთ ლაქებზე და დატოვეთ მთელი ღამე, შემდეგ კი ჩვეულებრივ გარეცხეთ და შედეგით ისიამოვნეთ

9. სააბაზანო საპნის ლაქების გარეშე

თუ დაიღალეთ საპნის ლაქების წმენდით არსებობს ერთი საუკეთესო საშუალება. და ეს ასპირინია. 5 აბი ასპირინის ფხვნილი, დაამატეთ ცოტა გასაწმენდ საშუალებას (რომელსაც იყენებთ), წაუსვით, გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გაწმინდეთ და ნახავთ, რომ თქვენი აბაზანა ბრწყინავს.

10. ასპირინი ყვავილების თაიგულის სიცოცხლის გამხანგრძლივებელი

მორთმეულმა თაიგულმა რომ კიდევ უფრო დიდხანს გაგაბედნიეროთ, არსებობს პატარა საიდუმლოება. წყალს დაამატეთ 1 აბი ასპირინი. ის აფერხებს ბაქტერიების წარმოქმნას. ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ვარდებზე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here