ხაჭოს ეს ხვეულები უმარტივესი მოსამზადებელია. დესერტი, რომელზეც ჩემი შვილები გიჟდებიან

შემოგთავაზებთ ხაჭოს არომატით გაჯერებული უგემრიელესი, ფუმფულა, ნაზი და მადისაღმძვრელი ხვეულების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებთ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 350 გრ
  • საფუარი 1 ჩ. კ. (კარგად არ გაავსოთ)
  • რძე 100 მლ
  • შაქარი 50 გრ
  • კარაქი 50 გრ
  • არაჟანი 70 გრ
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ვანილი

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 100 გრ

ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:

  • არაჟანი 200 გრ
  • შაქარი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 2-3 ჩ. კ. ფქვილი და აურიეთ ისე, რომ მიღოთ ერთგვაროვანი თხელი მასა. გააჩერეთ 30-40 წუთი და  დაელოდეთ აფუებას.
  2. გაცრილ ფქვილს დაამატეთ მარილი, შაქარი და აურიეთ. ფქვილიან ნარევს დაამატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით საფუარი და მოზილეთ საშუალო კონსისტენციის ცომი_არც ისე სქელი და არც ისე რბილი.
  3. მზა ცომს გადააფარეთ ტილო და დაასვენეთ 10-15 წუთი. ამ დროის განმავლობაში ფქვილი შთანთქავს ტენიანობას. შემდეგ დასვენებული ცომი კარგად ჩაზილეთ, გადააფარეთ  ტილო, დადეთ სითბოში. ცომის მასა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.
  4. ამზადებთ ხაჭოს გულსართს. ხაჭოს შეაზილეთ კვერცხი და შაქარი. თუ ხაჭოს მასა თხელი გამოგივიდათ, შეაზილეთ ფქვილი ან დაფხვნილი ორცხობილა.
  5. ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ოთხკუთხედ ფენად და მომზადებული გულსართი თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ გადაახვიეთ და მიღებული რულეტი გაყავით 20 თანაბარ ნაწილად.
  6. მომზადებული ხვეულები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი. დაიცავით მანძილი. გადააფარეთ ტილო და 40 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  7. ღუმელი გააცხელეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. არაჟნისა და შაქრის ნარევი გადაუსვით მზა ხვეულებს, გადააფარეთ და დაელოდეთ გაგრილებას, შეგიძლიათ თბილიც მიირთვათ.

მოამზადეთ ეს გემრიელობა და ისიამოვნეთ!