10 ხრიკი, რომელიც ქალებს მომენტალურად უფრო გამხდარს გამოაჩენს

0
2476

ყოველთვის არაა შესაძლებელი საუკეთესო ფორმების შენარჩუნება. თუმცა, ყველანი ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც რამდენიმე წუთი გვაქვს კარგი შესახედაობის მისაღებად. შესაბამისად სწორედ ასეთ მომენტებში გამოსადეგ ყველაზე ეფექტურ ხრიკებს გთავაზობთ:

აირჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელი

უფრო გრძელი ფეხების და სხეულის წვრილად გამოსაჩენად უნდა ჩაიცვათ თქვენი ფეხის კანის ფერი ფეხსაცმელები. ასევე შეუხამეთ შარვლის ფერი ფეხსაცმლის ფერს. ეს რამდენიმე სანტიმეტრით მაღალს გამოგაჩენთ.

მოიშორეთ ზედმეტად დიდი ან პატარა სამოსი

ასეთი ტიპის სამოსები მხოლოდ თქვენი ტანის უარყოფით ასპექტებს გამოკვეთავს.

ყოველთვის შეინარჩუნეთ წელი გამართულ მდგომარეობაში

კარგი პოზა ნებისმიერ ქალს გამოაჩენს ლამაზს და მომხიბვლელს, თანაც იგი წელს უფრო წვრილ შესახედაობას მიანიჭებს. ყოველთვის იარეთ გასწორებული წელით და დაჭიმული საჯდომის კუნთებით.

ისწავლეთ საბაზისო კონტურების ტექნიკები

კონტურები თქვენს სახეს უფრო წვრილს აჩენს და დიდი ყბის ეფექტის გაქრობასაც ახერხებს. ამისთვის საკმარისია ისწავლოთ მუქი და ღია ფერის ტონების ერთდროულად გამოყენების მარტივი ტექნიკები. ასევე ღია ფერის მაკიაჟი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით, რადგან მაგალითად წითელი ტუჩსაცხი გამოკვეთავს თქვენი ნიკაპის და ყბის ზოლებს.

ოდნავ გაამუქეთ თქვენი კანის ტონი

რაც უფრო გარუჯულია თქვენი კანი, მით უფრო ნაკლებად შესამჩნევია ზედმეტი კილოები და ცელულიტები. კანის ტონის გამუქებამდე კარგად გაიწმინდეთ მისი ზედაპირი და დაატენიანეთ კანი სპეციალური კრემების გამოყენებით.

აირჩიეთ სწორი ქსოვილები

არ იყიდოთ ზედმეტად უხეში ნაჭრისგან დამზადებული და ძალიამ მოტკეცილი სამოსი. ასევე მოერიდეთ მართკუთხედი და ჰორიზონტალური სილუეტების მქონე სამოსების შეძენას, რადგან ისინი პრობლემურ ადგილებს გამოკვეთავენ. ნაზი სამოსი დადებით კუთხეებს გამოკვეთავს.

აარჩიეთ სწორი აქსესუარები

მჭიდროდ მოჭერილი შარფი თქვენ ვიზუალს გააფუჭებს. მოუშვით ის ისე, რომ მისი ქამარში ჩატანიება იყოს შესაძლებელი. ასევე გამოიყენეთ V ფორმის საყელოები ან დატოვეთ ყელთან არსებული 2-3 ღილი შეხსნილი. გრძელი თხელი ყელსაბამები და პატარა საყურეები ასევე თქვენ კისერს უფრო გრძელს გამოაჩენენ და გააუმჯობესებენ დეკოლტეს ვიზუალს.

არ გამოკვეთოთ თქვენი პრობლემური არეები

ზოგჯერ გოგონები ცდილობენ პრობლემური არეების დაფარვას ზედმეტი მონდომებით ცდილობენ. მაგალითად თუ არ მოგწონთ თქვენი თეძოების ფორმა, ნუ ჩაიცვავთ დიდი ჯიბეების მქონე ჯინსებს მისი ფორმის დასაფარად. რაც უფრო ნაკლები მონდომებით დაფარავთ პრობლემას, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას მიიქცევს ის.

სწორად შეარჩიეთ ვარცხნილობა

მიანიჭეთ უპირატესობა საშუალო სიგრძის და მხრებამდე ჩამოშვებულ თმას. მოკლე ვარცხნილობები მოგიხდებათ მაშინ, როცა კისერი დაფარულია თმით და ყურებს ასევე ოდნავ გრძელი თმის მონაკვეთები ფარავს. თუ ზედმეტი წონის პრობლემა გაწუხებთ, მაშინ მოერიდეთ გრძელი და ბრტყელი თმის ქონას, რადგან ეს პრობლემურ ადგილებს გამოკვეთავს სხეულზე.

გამოიყენეთ კორსეტი

კორსეტი დაგეხმარებათ ლამაზი გარეგნობის მიღებაში ნებისმიერი სახის სამოსის ჩაცმის დროს. ეს არამარტო ჭარბწონიანი, არამედ ცელულიტის პრობლემის მქონე ქალებისთვისაც იდეალური დამხმარე საშუალებაა. თუმცა, კორსეტი არ უნდა გამოიყენოთ ხშირად. მიმართეთ მის დახმარებას მხოლოდ სპეციალურ სიტუაციებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here