ასაკობრივი ცვლილებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის კანზე. უჯრედის რეგენერაციას დრო სჭირდება. კანი ხდება მოშვებული და გამოიყურება არაჯანსაღად.
სწრაფად გახდომის შემთხვევაში კანი ეშვება, დუნდება, კარგავს ელასტიურობას. გქონდეთ ლამაზი სხეული დიდი ბედნიერებაა, მაგრამ კისრის, თეძოების, მუცლისა და მკლავების მიდამოებში კანი ეშვება და უსიამოვნო დასანახი ხდება.
ნუ იჩქარებთ, ძვირადღირებული პროცედურების ჩატარებას. გირჩევთ, ცადოთ ერთი უმარტივესი, სამკურნალო, ხალხური საშუალება.
სტატიაში იხილეთ კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალება, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი ინგრედიენტები:
- ქაფურის ზეთი
- ყავის ნალექი
- კოსმეტიკური თიხა
რატომ ეს ინგრედიენტები?
- ქაფურის ზეთი ხელს უწყობს კანის გამკვრივებას.
- ყავა დადებითად მოქმედებს გაცვლით პროცესებზე და აძლიერებს კანს.
- კოსმეტიკური თიხა, რომლის შეძენაც შეგიძლიათ აფთიქში და ამავ დროს ღირს იაფი, ეფექტურად ებრძვის კანის ასაკობრივ პრობლემებს. მოცემული საშუალების მოსამზადებლად გირჩევთ შეიძინოთ შავი ან ლურჯი თიხა.
- ამ მარტივი კომპონენტების სამკურნალო თვისებების კომბინაციით შეგიძლიათ მოამზადოთ საუკეთსეო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კანის გამკვრივებას.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- თიხა მოამზადეთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. შემდეგ მოამზადეთ ყავა და თიხას დაამატეთ ყავის ნალექი. ბოლო ინგრედიენტი ქაფურის ზეთია. შემდეგ ყველაფერი კარგად აურიეთ.
- მომზადებული საშუალება დაიტანეთ სხეულის დაზიანებულ კანზე და შემოიხვიეთ ცელოფანი. სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი. დაიბანეთ და წაისვით დამატენიებელი მალამო.
- მაქსიმალური ეფექტისთვის გაიკეთეთ 10 პროცედურა. ცოტა ხნით შეისვენეთ და პროცედურები კვლავ გაიმეორეთ.
ცადეთ შემოთვაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.