ფიბრომა არის კანზე წამონაზარდები, იგივე შემაერთებელი ქსოვილების კეთილთვისებიანი სიმსივნე. ისინი ისეთივე ფერისაა ან ოდნავ ღია როგორც კანი და ჰგავს პატარა კვანძებს. მისი ზომები 1მმ-დან 1 სმ-მდე მერყეობს და ძირითადად ჩნდება ყელის , მუცლის, მკერდის, მკლავების, ქუთითოების მიდამოებში. ისინი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენენ, მაგრამ ძალიან ცუდი დასანახია და ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, მისი სხვადასხვა გზებით მოშორებას. ხშირად ფიბრომები სიგრძეში იზრდება და სისხლმდენები არის. მათგან გათავისუფლების საუკეთესო დრო ზამთარია.
მეჭეჭების მოსაშორებლად ეფექტური საშუალებაა ლაზერული ქირურგია., ელექტროკოაგულაცია და რადიოქირურგია. 5 დღის განმავლობაში ჭრილობებს უნდა უმკურნალოთ ანტიბიოტიკებით და დაიცვათ ჰიგიენის წესები. პაციენტი მოერიდოს ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვასა და ოფლიანობას.
ვაშლის ძმარი მეჭეჭების საწინააღმდეგოდ უებარი ბუნებრივი პროდუქტია. როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი აბეზარი ხორცმეტებისგან თავის დასაღწევად.
საპნით დაიბანეთ პაპილომების გარშემო ადგილები. თავდაპირველად მარლის საფენი დაასველეთ წყალში და მეჭეჭებზე დაიფინეთ, შემდეგ კი-ვაშლის ძმარში, დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღწევმდე.
გარკვეული დროის შემდეგ ფიბრომა იცვლის ფერს, ხმება და ძვრება. გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად გახმობის შემდეგ არ არის საჭირო ვაშლი ძმრის საფენის დადება.
უსიამოვნო მეჭეჭებისგან გათვისუფლების შემდეგ იარები რომ არ დაგრჩეთ, წაისვით ალოე ვერას მალამო.
გირჩევთ, ცადეთ ვაშლის ძმარი და უმტკივნეულოდ გათავისუფლდით მეჭეჭებისგან.