
ჭარბი წონა იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის განვითარებას, ამიტომ ჯანსაღი წონის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს რთული ამოცანაა, რომელსაც ყველა ადამიანი ვერ უმკლავდება.
სტატიაში ვისაუბრებთ წონის დაკლების მარტივ გზაზე, რომლის წყალობითაც შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას და ზედმეტი სითხის გამოდევნას.
სასმელი გაჯერებულია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, ამიტომ მისი გამოყენება დაგეხმარებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში.
გასახდომი კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4 კბილი ნიორი
- 4 ცალი პამიდორი (პატარა)
- ¼ ლ წყალი
- 4 ს. კ. ლიმონის წვენი
- ყინულის 4-5 კუბიკი
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაამატეთ ყინულის კუბიკები და კოქტეილი მიიღეთ საუზმიდან 30 წუთის შემდეგ.
- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სასმელი მიიღეთ კვირაში 3-ჯერ.
ყურადღება მიაქციეთ კვებას, მიიღეთ შემოთავაზებული კოქტეილი და სასურველ შედეგსაც მალე მიიღებთ.