თუ ჩვენი სხეული ცილის დეფიციტს განიცდის, ის ამ ნიშნებს გვიგზავნის

6794

მე უძილობასა და თმის ცვენას მას შემდეგ დავაღწიე თავი, როცა გავზარდე ცილის მიღება.

ცილები ორგანიზმისთვის აუცილებელია. ჩვენი კუნთები, ორგანოები და ქსოვილები აგებულია ცილებისგან. ცილები ეხმარება ორგანიზმს ჭრილობების მოშუშებაში, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და ანეიტრალებს ბაქტერიებს.

ადამიანებმა უნდა მოიხმარონ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე  1 გრ ცილა. მაგალითად, თუ თქვენ 60 კგ ხართ ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 60 გრ ცილა.

ცილის სათანადო დოზით მიღება წვავს კალორიებს. რაც უფრო აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობთ, მით უფრო მეტი რაოდენობით ცილის მიღება გჭირდებათ.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ცილის დეფიციტი და ამას ვერ ამჩნევს, მაგრამ ორგანიზმი გვაგრძნობინებს ამას სხვადასხვა სიმპტომებით, რომელთა გამოვლენა ცილის ნაკლებობის თანხმლები პროცესია.

ცილის ნაკლებობის დროს ორგანიზმი სრულყოფილად ვერ გამოყოფს ტოქსინებს. და დაგროვებული ტოქსინები აზიანებს უჯრედებს და ზრდის დაავადებების რისკს.

ცილის დეფიციტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

1. უძილობა

როცა ორგანიზმი გთხოვთ ტკბილს, ძალიან გინდათ, რომ პირი ჩაიტკბარუნოთ ნუგბარით, მიუთითებს, რომ გაქვთ ცილის დეფიციტი.  ამ პროდუქტების გადაჭარბებული დოზით მიღება კი იწვევს უძილობას. რეკომენდებულია თქვენი საკვები რაციონი გაზარდოთ ცილით მდიდარი პროდუქტებით. როცა ორგანიზმი შეივსება ცილით, შეგიწყდებათ ტკბილეულის მოთხოვნა და შესაბამისად გამოგისწორდებათ ძილიც.

2. გულ-სისხლძარღვთა პრობლემა

ცილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები, მე-2 ტიპის დიაბეტი და ჰიპოგლიკემია.

3. კანის წითელი გამონაყარი და თმის ცვენა

როდესაც კანზე ჩნდება გამონაყარი და თმა იწყებს ცვენას, მიუთითებს, რომ ორგანიზმს აკლია ცილა და B ჯგუფის ვიტამინები.

ამ პრობლემას რომ თავი დააღწიოთ, მიირთვით თევზი, თხილი, ავოკადო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, ჟოლო და ა. შ.

4. თეთრი ლაქები ლოყებზე, ხელებზე და ბარძაყებზე

ეს სიმპტომები მიუთითებს, რომ ორგანიზმს აქვს ცილის, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავეებისა და A და D ვიტამინების დეფიციტი.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიირთვით ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი, ნუში, სეზამი, ნიგოზი, სელის თესლი და ა. შ. ასევე რეკომენდებულია მიიღოთ ჭარხალი, სტაფილო, ნიახური.

5. ფეხების კრუნჩხვები და ტკივილი

ეს სიმპტომები მიუთითებს, რომ ორგანიზმს აკლია ცილა, კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი.

რეკომენდებულია მიირთვათ ფუნდუკი, ბანანი, ნუში, ვაშლი გოგრა, ალუბალი, ბროკოლი და ა. შ.

6. კუნთოვანი მასის დაკარგვა

კუნთოვანი მასის დაკარგვას იწვევს ის ფაქტორი, რომ ორგანიზმი ცილის დეფიციტს ივსებს კუნთებიდან და ქსოვილებიდან.

7. ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება

ცნობილია, რომ ბავშვი, რომელიც არ იკვება შესაბამისად შეიძლება დადგეს ამ საფრთხის წინაშე.

8. სხეულში ჩხვლეტა

თუ ორგანიზმს აკლია ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B სხეულში, განსაკუთრებით კი ხელებსა და ფეხებში, იგრძნობთ ჩხვლეტას. ეს დაკავშირებულია პერიფერულ ნერვებთან და, როგორც წესი, თან ახლავს დაღლილობა, დეპრესია, შფოთვა და ჰორმონალური დისბალანსი.

რეკომენდებულია ხშირად მიირთვათ კვერცხი, პარკოსნები, ნუში, სელის თესლი, ბარდა, ოსპი, შვრია, ბროკოლი, კომბოსტო, სოკო, ისპანახი, ქათმის ხორცი, ინდაური, საქონლის ხორცი და ა. შ.