მიაქციეთ ამ პრობლემებს ყურადღება და თავიდან აიშორეთ მოსალოდნელი საფრთხე!
გულ-სისხლძარღვთა პრობლემებმა შეიძლება თავი მოულოდნელად იჩინოს. დაუკვირდით იმ 15 სიმპტომს, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ. განსაკუთრებით კი, თუ 60 წელს ზემოთ ხართ.
1. ტკივილი გადაეცემა ხელს
ეს ერთ-ერთი კლასიკური პრობლემაა. თუ ტკივილი გეწყებათ მკერდის მარჯვენა არეში და გადაეცემა ხელს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები გაქვთ.
2. გაუჩერებელი ხველა
ასეთი ხველა იმაზე მეტყველებს, რომ ფილტვებს არ მიეწოდება საკმაო რაოდენეობის სისხლი. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
3. ფეხების შეშუპება
როდესაც გული თავის ფუნქციას სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს, ფერხდება სისხლის მიმოქცევის პროცესი მთელ სხეულში, განსაკუთრებით კი კიდურებში, რამაც საშინელი შეშუპების განვითარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
4. მადის დაკარგვა
გულის უკმარისობის გამო ორგანიზმში დაგროვილი სითხე იწვევს დისკომფორტს და უმადობას.
5. გულისრევის შეგრძნება
გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა და კუჭის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს გულის პრობლემებით, ამიტომ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
6. მომატებული შფოთვა
შეიძლება გულის შეტევას ახლდეს გამოხატული შფოთვა და შიშის შეგრძნება.
7. გონების დაკარგვა
მკვეთრი სისუსტე, თავბრუსხვევა, თვალებში დაბნელება, გონების დაკარგვა შეიძლება ინსულტის წინაპირობები იყოს, მაგრამ შეიძლება გამოწვეული იყოს გულის ფუნქციის დარღვევით და სამწუხაროდ გონების დაკარგვას შეიძლება ლეტალური დასასრული მოჰყვეს.
ყურადღება არ მოადუნოთ და გულყრის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ ვინმე თქვენთან ერთად მყოფი დაკარგავს გონებას, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო.
8. სისუსტე
გულის შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე ზოგიერთი ადამიანი გრძნობს მძიმე, აუხსნელ სისუსტეს და ზოგჯერ ისე ცუდად გრძნობენ თავს, რომ ფურცლის დაჭერაც კი არ შეუძლიათ.
9. გამონაყარი კანზე
გამონაყარი კანზე დაკავშირებულია გულის პრობლემების საშიშროებებთან.
10. სუნთქვის გაძნელება
თუ სიარულის შემდეგაც გაწუხებთ სუნთქვის გაძნელება, რომელიც აქამდე არ შეგინიშნავთ, ე. ი. თქვენ გახასიათებთ გულის უკმარისობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რომელსაც გულის ასთმას უწოდებენ. გულის ასთმას შეიძლება მოჰყვეს ფილტვების შეშუპება.
თუ მსგავს პროლემებს შეამჩნევთ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო.
11. ნაადრევი სიმელოტე
მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ 40 წლამდე ასაკის მამაკაცებში ნაადრევი სიმელოტე და გაჭაღარავება შეიძლება გულის დაავადებათა მაჩვენებელი იყოს. უტყუარი მაჩვენებელია სიმსუქნეც.
12. გულის მუშაობის პრობლემები
გულის არითმია ხშირად ირღვევა ხან ძლიერად ცემს გული, ხან დუნდება და ძლივს ფეთქავს. დარღვევები ხდება მაშინაც, როცა თქვენ წამოწოლილი ხართ. მიზეზი კი შეიძლება იყოს ოსტეოქონდროზი, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და აგრეთვე მიოკარდიული ინფარქტი და გულის იშემიური დაავადებები. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის.
13. ხშირი შარდვა
ღამეში რამდენჯერმე დგებით? იქნებ გაცივდით ან საღამოს ძალიან ბევრი ჩაი მიირთვით, ან ეს გულის უკმარისობის სიმპოტომებია.
ღამით, როცა წევხართ ძლიერდება სისიხლის თირკმელებში გდასხმა და სწორედ ამიტომ ხშირად გიწევთ ადგომა მოსაშარდად, ხოლო დღის განმავლობაში სისხლი გადაისხმება ვენებში.
14. აპნოე იგივე ხვრინა
აპნოე არის ძილის დროს მოკლე პაუზები სუნთქვაში, რომლის დროსაც შესაძლებელია კუნთები ზედმეტად მოდუნდეს.
15. ძილისმიერი აპნოე
აპნოე წარმოადგენს სუნთქვის შეჩერებას გარკვეული პერიოდით, რომელსაც საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს არაერთი მიზეზი. თუ თქვენი ფილტვების ჰაერით მომარაგებისა და ვენტილაციის პროცესი პერიოდულად გარკვეული მიზეზების გამო ჩერდება, თანაც 10 წამზე დიდი ხნით, საქმე აპნოესთან გვაქვს.
თუ ეს მოვლენა თქვენთვის უცხო არ არის, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ გულის კუნთის დაზიანება.
16. ოფლიანობა
ცივი ოფლი არის გულის დაავადებათა საკმაოდ გავრცეელებული სიმპტომი. შეიძლება სავარძელში ნებივრობის დროს ისეთმა ცივმა ოფლმა დაგასხათ, თითქოს ბევრი იმუშავეთ.
გაითვაილისწინეთ სტატიაში მოცემული სიმპტომები, აირიდეთ მოსალოდნელი საფრთხე და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.