სტატიაში შემოგთავაზებთ მრავალი დაავადების სამკურნალო ჯადოსნური მალამოს რეცეპტს, რომელიც სასწაულებს ახდენს.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცვილი 40 გრ
- ზეითუნის ზეთი 100 გრ
- შაქარი 2 ს. კ.
მომზადების წესები:
- ცვილი დაამტვრიეთ, ჩაყრეთ ზეითუნის ზეთში, დაამატეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ ნელა, სანამ ცვილი და შაქარი კარგად არ გადნება. ა
- ამ პროცესს დრო სჭირდება, შეიძლება შაქარი დაგწევათ თუ კარგად არ მოურევთ, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. საბოლოოდ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
- გააციეთ და მალამო საოცრება გამოსაყენებლად მზად არის. გადაიტანეთ მინის ქილაში და სადაც უნდა წახვიდეთ, თან წაიღეთ.
რა სარგებლობა მოაქვს მას?
- მალამო ღრმა შეღწევადობის არის და ხსნის ნებისმიერ ანთებით პროცესს.
- ის კურნავს სურდოსა და გაჭედილ ცხვირს. მალამო ამოისვით ორივე ნესტოში. განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარებისთვის, რადგან მათ ჩაწვეთება არ სიამოვნებთ.
- იგი ყელის ტკივილის უებარი მკურნალია. მალამო შეიზილეთ ყელის არეში და თბილად შეიხვიეთ.
- შეგაწუხათ მტანჯველმა ხველამ? გულ-მკერდი და ზურგის შუა ნაწილი მალამოს საშუალებით კარგად შეიზილეთ.
- მალამო პირის ღრუსა და ბაგეებზე არსებული წყლულების უებარ მკურნალად გვევლინება.
- ყურის ანთება. მალამოთი გაჯერებული ტამპონები გაიკეთეთ დაავადებულ ყურში და მეორე დღეს ტკივილი გაგივლით.
- მალამო ნაკაწრებისა და ჭრილობების უებარი მკურნალია. წაისვით ჯადოსნური მალამო და უმოკლეს დროში დააღწევთ თავს შეშუპებასა და გაღიზიანებას, თუნდაც ზაფხულის ცხელი დღეები იდგეს.
- მალამო მოგიხსნით კუნთების დაჭიმულობას.
- ის სახსრების ტკივილის დროსაც უებარი საშუალებაა. ჩემი მშველელია, რომელიც მიყუჩებს წლების წინ მიღებული ტრამვის შედეგად დაზიანებული ფეხის ტივილებს. ხშირად მუხლებზე და ხელებზეც ვისვამ ხოლმე.
- მალამო შეგიძლიათ ღია ჭრილობაზეც წაისვათ, შეიხვიეთ და შედეგს დაელოდეთ.
მოამზადეთ ჯადოსნური მალამო, რადგან ახლოვდება ზაფხულის ცხელი დღეები, ათასგვარი ინფექციების დრო და სადაც უნდა წახვიდეთ, მალამო თან იქონიეთ. გამოიყენეთ მალამო საოცრება და მისი წყალობით ნებისმიერი პრობლემა მოიგვარეთ.