ძვირფასო ქალბატონებო, ალბათ თქვენ თვითონვე გხიბლავთ საოცრად ლამაზი თქვენი ხელის მტევანი. ხელი ხომ თქვენი სავიზიტო ბარათი და პატარა საიდუმლოს გამცემია, რადგან რაც არ უნდა მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, თქვენს ასაკს ნაშრომ-ნაჯაფი ხელები გასცემს. ამიტომ აუცილებელია, რომ ხელები ყოველთვის ლამაზად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს.
სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებულ, იაფ, ეფექტურ მალამოს რეცეპტს.
თავდაპირველად, ხელები ჩაყავით 1 ლიტრი თბილი წყლისა და 2 ს. კ. მარილის ნარევში და დააყოვნეთ 10 წუთი.
შემდეგ არ დაიბანოთ და შეიზილეთ მალამო, რომელსაც მოამზადებთ შემდეგნაირად.
საჭირო იგრედეიენტები:
- 1 კვერცხის ცილა
- თაფლი 1 ს. კ.
- ზეთი 1 ს. კ.
მოცემული იგრედიენტები აურიეთ, კარგად შეიზილეთ ხელებზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შედეგი საოცრად ეფექტური გექნებათ. ხელზე კანი დაგირბილდებათ, გაგიხდებათ ელასტიური, გაგიქრებათ ნახეთქები.
მოამზადეთ ეს უმარტივესი საშუალება და იზრუნეთ თქვენი მშვენიერი ხელების სილამაზეზე.