დაიბანეთ სახე შვრიით, რათა კოსმეტიკური დეფექტების ტონალურით შენიღბვა აღარ დაგჭირდეთ

1670

შავი წერტილები, მუწუკები, ჭორფლები, ფერიმჭამელები, ლაქები, შეწითლებული სახის კანი, თვალების გარშემო ჩამუქებული ადგილები-ყველაფერი გაგიქრებათ თუ გაითვალისწინებთ სტატიაში მოცემულ რჩევებს.

აუცილებლად სცადეთ უძველესი, მრავალჯერ გამოცდილი,  სახის წმენდის მეთოდი შვრიით დაბანა. პროცედურის შემდეგ კანი დაგირბილდებათ, დაგინაზდებათ და გაგიხდებათ აბრეშუმისებრი.

შვრიით დაბანა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცხიმიანი და პრობლემური კანი და უფერული, არაჯანმრთელი იერი აქვს.

როგორ დავიბანოთ შვრიით?

აიღეთ მუჭა შვრიის ფანტელი (შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მთლიანი ფანტელი ასევე დაფქვილი). ფანტელებს მოუჭირეთ ხელი და 1 წუთით შეუშვირეთ თბილი წყლის ჭავლს. გაჟღენთილი ფანტელები ცოტა-ცოტა აიღეთ და ფრთხილი მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე, თან გაიკეთეთ მასაჟიც. რამდენიმე წამის შემდეგ შვრია დაიწყებს მოქმედებას და ეფექტურად წმენდს კანს.

სასარგებლო რჩევები:

  1. შვრით გაჯერებული სახის დაბანის დროს ნიჟარაში აუცილებლად ჩადეთ ბადე, რათა თავიდან აიცილოთ მილების გაჭედვის საფრთხე.
  2. არ ინერვიულოთ თუ რამდენიმე პროცედურის შემდეგ  ანთებითი პროცესი გაუარესდება და დაგეწყებათ კანის აქერცვლა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ამ დროს კანიდან გამოდის მავნე ნივთიერებები. პროცედურების დაწყებიდან ერთ კვირაში ეს გართულებები გაგიქრებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვრიის ფანტელებით სახის დაბანა შეწყვიტეთ.
  3. პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ როგორც დილით, ისე საღამოს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ კანის პრობლემები.

აუცილებლად გამოიყენეთ სტატიაში შემოთავაზებული სახის გაწმენდის მეთოდი და თვალებს არ დაუჯრებთ, როდესაც შედეგს იხილავთ.