ფინიკი ნამდვილი საოცრებაა, როდესაც საუბარი ეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემას როგორიცაა, ქოლესტერინის დონე, არტერიული წნევა, გულის დაავადებები და ინსულტი.
ფინიკის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის საკვები ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმს ჯანმრთელობას ჰმატებს და ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ფინიკის სასარგებლო თვისებების შესახებ, რომელებიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ფინიკი-რკინის ბუნებრივი წყარო
რკინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანემიით დაავადებულ ადამიანთათვის, ფეხმძიმეებისთვის და ბავშვებისთვის. 100 გრ ფინიკი შეიცავს დაახლოებით 0,90 მგ რკინას. ეს ულუფა ორგანიზმისთვის აუცილებელი რკინის ყოველდღიური ნორმის 11%-ს შეადგენს. რკინა არეგულირებს ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონეს სისიხლის უჯრედებში და უზრუნველყოფს სისხლისთვის ჟანგბადის მიწოდებას.
ხელს უშლის დიარეას
ფინიკი მდიდარია კალიუმით, ამიტომ მას შესწევს უნარი შეაფერხოს დიარეა. კალიუმი კურნავს ნაწლავის ფლორას და მას საშუალებას აძლევს შექმნას უფრო სასარგებლო ბაქტერიები.
ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება
ფინიკი ჩაალბეთ წყალში და გააჩერეთ მთელი ღამე, დილით კი მიღებული წვენი დალიეთ და ხელი შეუწყვეთ ნაწლავის გააქტიურებას.
წონის დასაკლები საშუალება
ფინიკი მდიდარია საკვები ნივთიერებით, რომელთაც შეუძლია სხეულის წონის რეგულირება და ხელს უშლის ზედმეტი ცხიმების დაგროვებას. მიირთვით ფინიკი მშიერ კუჭზე და გათავისუფლდით ზედმეტი კილოგრამებისგან. ფინიკი არ შეიცავს ქოლესტერინს, მაგრამ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და როგორც წონის კლებას უწყობს ხელს, ასევე საპირისპირო ეფექტიც აქვს.
არეგულირებს ქოლესტერინის დონეს
ფინიკი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სისხლძარღვებს, არ აძლევს ცხიმებს საშუალებას დაიძრას გულისკენ და აფერხებს თრომბების წარმოქმნას.
არეგულირებს წნევას
ფინიკი არეგულირებს წნევას. ის კალიუმის ბუნებრივი წყაროა, მაგრამ თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს. 5-6 ფინიკი შეიცავს დაახლოებით 80 მგ მაგნიუმს. ეს მინერალი აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ამცირებს ინსულტის წარმოქმნის საფრთხეს
ფინიკი უძლიერესი სამკურნალო საშუალბაა. იგი მდიდარია კალიუმით. კალიუმი კი ამცირებს ინსულტის წარმოქმნის საფრთხეს.
ფინიკი ნატურალური პროდუქტია, რომელიც გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით. მიირთვით ეს უგემრიელესი ხილი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.