ჩვენ გვგონია, საჭმლის ეტიკეტების წაკითხვით მათზე ყველაფერს ვიგებთ. თუმცა, საჭმლის შესახებ კიდევ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ცოდნა საკმაოდ აუცილებელია, რადგან ისინი თქვენ შეხედულებებს მთლიანად შეცვლის:
12. GMO მცენარეების გამრავლება ქვეყნების უმრავლესობაში დაშვებულია
ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალული არ გახლავთ გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეების გამრავლება, რადგან არ არსებობს მეცნიერული სამხილი მათი საზიანო თვისებების დასამტკიცებლად.
11. ნამდვილი ბალზამური ძმარი არასდროსაა იაფი
ტრადიციული ბალზამური ძმარი მზადდება თეთრი ყურძნის წვენისგან, რომლის ნახარშიც ნელი ფერმენტაციის პროცესს გადის 3-100 წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომაა ნამდვილი სახეობების ფასი მაღალი.
10. იღბლის ნამცხვარი ჩინეთიდან არ წამოსულა
ეს საყვარელი ნამცხვრები ჩინური სამზარეულოს ნაწილად ითვლება, თუმცა მათ ჩინეთში ძნელად იპოვით. ისინი სან ფრანცისკოში იაპონელმა ამერიკელებმა გამოიგონეს.
9. ყალბი ვასაბი
ნამდვილი ვასაბის პოვნა მხოლოდ იაპონიაშია შესაძლებელი, სადაც იგი სპეციალურ გარემოში მზადდება: მდინარე წყალში 10-17 გრადუსზე. მათი ფესვები 3-4 წელიწადში მწიფდება, რის გამოც იაპონიის გარეთ ხშირად ვასაბის იმიტაციას იყენებენ, რომელიც სხვა ნივთიერებებისგან შედგება.
8. ჩვენ მწერებს ვჭამთ ამის გაცნობიერების გარეშე
საჭმელებისთვის წითელი ფერის მიმცემ პროდუქტს ხშირად მიკრობული ზომის მწერების მჟავებისგან ამზადებენ.
7. კეჩუპი შეიძლება პამიდორის გარეშე დამზადდეს
პამიდორი იაფია, თუმცა მას ხშირად ანაცვლებენ ისეთი იაფი ინგრედიენტებით, როგორიცაა ვაშლის სოუსი, სხვადასხვა გამასქელებლები და ფერის მიმცემი შენარევები.
6. რატომ აქვთ კრაკერებს ნახვრეტები?
კრაკერების ხვრელები უზრუნველყოფენ მის კარგად შეწვას და ხრაშუნა შემადგენლობას.
5. კანოლა და რეიპის თესლის ზეთი ერთი და იგივე პროდუქტია
კანოლა აღნიშნული ზეთისგან მხოლოდ მჟავის 2 პროცენტით უფრო ნაკლები შემცველობით განსხვავდება.
4. ეტიკეტზე დაწერილი კალორიების რაოდენობა შეიძლება არასწორი იყოს
კალორიების გამოთვლის ხერხები ძალიან მოძველებულია და იგი არ ითვალისწინებს პროდუქტის და მისი მჭამელის ორგანიზმის ტიპებს. ახლახანს აღმოაჩინეს ისიც, რომ ნუშს 20 პროცენტით უფრო ნაკლები კალორიები აქვს იმასთან შედარებით, რამდენიც აქამდე ეგონათ.
3. ზოგიერთი საჭმელი შეიძლება სამუდამოდ გაქრეს
გლობალური დათბობის და სხვა ნეგატიური ეფექტების გამო შეიძლება სამუდამოდ გაქრეს:
ვაშლის რამდენიმე სახეობა, რადგან მათ ზამთრის ტემპერატურა სჭირდებათ გასამრავლებლად.
ავოკადო, რადგან მისი წარმოება ხარჯებთანაა დაკავშირებული. 500 გრამი ავოკადოს მოყვანას 500 ლიტრამდე წყალი სჭირდება.
ბანანების ნათესები სოკოვანი ინფექციების გამო სწრაფად კვდება.
თაფლი, რადგან ბოლო წლებში ფუტკრების კოლონიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
შოკოლადი, რადგან კაკაოს მარცვლების ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება ბოლო დეკადების განმავლობაში.
2. საღეჭი ხილის სასუსნავები იგივე ცვილს შეიცავს, რასაც მანქანის ცვილი
საღეჭი სასუსნავები ასევე შეიცავს კარნაუბას ცვილს, რაც პალმის ხის ფოთლებისგან მზადდება. იგივე ცვილს იყენებენ ავტომობილების და ავეჯის ცვილადაც.
1. ქათმების ზომა გაიზარდა
ბოლო 60 წლის განმავლობაში ქათმების ზომა პერიოდულად იზრდება, განსაკუთრებით მათი მკერდის და ფეხების არეში. ეს ჰორმონებთან და სტეროიდებთან ერთად გამოწვეულია უკეთესი ცხოვრების, გამრავლების და ვეტერინალური ზრუნვის პირობებით.