დარიჩინი არის არომატული და გემრიელი სანელებელი. გარდა იმისა, რომ წვენებს, სასმელებს, კერძებს, დესერტებს მატებს განსაკუთრებულ არომატს, დარიჩინს დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. ის გაჯერებულია აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოებს, კალციუმს, რკინას.
რა სარგებლობა მოაქვს დარიჩინის ფხვნილს ადამიანის ორგანიზმისთვის:
- დარიჩინი არეგულირებს შაქრის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მოგიხსნით ნაწლავის ნებისმიერ დისკომფორტს.
- დარიჩინს აქვს ანტიკოაგულაციური ეფექტი და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის გულის დაავადებებს.
- სანელებელი არის ანთების საწინააღმდეგო უძლიერესი საშუალება. დარიჩინს შეუძლია შეგიმსუბუქოთ სახსრების ტკივილი.
- დარიჩინი აღგავსებთ ენერგიით.
- დარიჩინი აახალგაზრდავებს ორგანიზმის ქსოვილებს და ამცირებს მათი დაზიანების რისკს.
სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ დარიჩინს, როგორც ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას.
დარიჩინით მკურნალობა უმარტივესია. 1 ჩ. კ. დარიჩინი დაამატეთ დილის ყავას ან ჩაის, ან დაამატეთ სმუზებს, ხილის წვენებს. შეგიძლიათ 1 ჩ. კ. დარიჩინი მიირთვათ თაფლთან ერთად. ნარევი წმენდს სისხლძარღვრბს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
მართალია, დარიჩინი უსაფრთხოა, მაგრამ არ მიიღოთ თუ გაქვთ დერმატიტი. მოცემული მეთოდით მკურნალობა არ შეიძლება ორსულებისთვის, ბავშვებისთვის.
კოლიტით და ღვიძლის დაავადებებით დაავადებულმა ადამიანებმა საერთოდ არ უნდა მიირთვან დარიჩინი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!