ლიმონის ნახარში- დღის სწორი დასაწყისი, რომელიც მოგიტანთ არერთ სარგებელს

642

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ დაიწყებთ დღეს. გირჩევთ, რომ პირველ რიგში იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნულ იერზე, ამიტომ ადგომისთანავე მიიღეთ ლიმონის ნახარში, რომელიც თქვენს ორგანიზმს ჯადოსნური მალამოსავით მოესალმუნება.

ლიმონი გამოიყენეთ კანიანად, რადგან იგი ორგანიზმისთვის სასარგებლო უამრავი თვისებით არის გაჯერებული.

შემოგთავაზებთ გასაოცარი საშუალების რეცეპტს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ლიმონი 6 ცალი
  • წყალი 1ლ
  • თაფლი

მომზადების წესი:

  1. თითოეული ლიმონი გაჭერით შუაზე და ჩაყარეთ წყალში.
  2. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 3 წუთი.
  3. დააყოვნეთ 10-15 წუთი, რათა ლიმონის სასარგებლო თვისებებით გაჯერდეს წყალი.
  4. ამოიღეთ რბილობი ნახარშიდან
  5. ლიმონიანი წყალი დალიეთ ცხელი.
  6. დარჩენილი ნახარში გაადასხით მინის ქილაში.
  7. მიღების დროს შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩ. კ. თაფლი.

მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული სასმელი ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანს თქვენს ორგანიზმს და მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

იხილეთ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის ლიმონის ნახარშს:

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  • დაგიცავთ გაციებისგან.
  • აგავსებთ ენერგიით.
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
  • ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას.
  • ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან.
  • აკონტროლებს ორგანიზმის PH დონეს.
  • წმენდს კანს.
  • ახალისებს სუნთქვას.
  • დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
  • გაგიუმჯობესებთ განწყობას.
  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
  • ატენიანებს ლიმფურ სისტემას.

დაიწყეთ დღე სწორად. მიიღეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებული სასმელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.