თუ ფიგურის კორექტირება და გულის კუნთის გაძლიერება გსურთ, გამოიყენეთ ნივრიანი წყალი

ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, ებრძვის გაციებას. ნივრის ნაყენი უამრავი დაავადების მკურნალი და ორგანიზმს აღმდეგენი საშუალებაა.

ნივრიანი წყალი

სტატიაში შემოგთვაზებთ ინფორმაციას, როგორ მოვამზადოთ ნივრიანი წყალი და რომელ დაავადებათა განკურნება შეგიძლიათ ამ უმარტივესი, ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალების წყალობით და რომელი დაავადებათა დროს არ შეიძლება მისი მიღება.

უძლიერესი სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ნიორი 2-3 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 3-4 წვეთი
  • ლიმონი 3 ნაჭერი
  • თბილი წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადები წესი:

  1. გაარჩეული ნივრის კბილები დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  2. დაჭრილ ნიორს დაამატეთ თბილი წყალი, ლიმონის ნაჭრები და ზეითუნის ზეთი.
  3. გააჩერეთ 15 წუთი.
  4. გადაწურეთ და მიიღეთ.

შემოთავაზებული რეცეპტი გაჯერებულია ბუნებრივი იგრედიენტებით, რომლებიც ორგანიზმს უამრავ სარგებელს ჰმატებენ. მაგალითად, ნიორი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს სისლძარღვებს, კუჭს, გამოდევნის პარაზიტებს და წმენდს ორგანიზმს მავნებლებისგან. ლიმონი კვებავს ორგანიზმს ვიტამინებით, წმენდს ნარჩენებისგან, წვავს ცხიმებს, აუმჯობესებს სახის ფერს. ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც აუმჯობესებს გულისა და ტვინის ფუნქციონირებას, ნერვულ სისტემას.

ნივრიანი წყლის რეგულარულად გამოყენება ამცირებს გულის დაავადებათა საფრთხეს, ათხელებს სისხლს, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, ამცირებს სისხლის წნევას და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.

ორი უძლიერესი იგრედიენტის კომბინაცია აფერხებს ინფექციების განვითარებას, ამცირებს სახსრების ტკივილს, აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებას.

ნივრიანი წყლის ყოველდღიურად გამოყენება არ არის რეკომენებული, საკმარისია მიიღოთ კვირაში 2-ჯერ.

მაქსიმალური ეფექტისთვის უმჯობესია ნივრიანი წყლის მიღება დილით მშიერ კუჭზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე. თუ თქვენ იღებთ სისხლის გამათხელებლებს, წნევის დამწევ პრეპარატებს ნივრიანის წყალი არ მიირთვათ ექიმის კონსულტაციის გარეშე, რადგან სმკურნალო სასმელს იგივე ეფექტები აქვს, წნევის დამწევი და სისიხლის გამათხელებელი საშუალებაა, და ორგანიზმისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

ნივრიანი წყლი საშინაო პირობებში მომაზედებული ეფექტური გასახდომი საშუალებაა, რომელიც ასწრაფებს მეტაბოლოზმს, სწრაფად წვავს კალორიებს და აქვეითებს მადას.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.