ასე შევიმცირე ნაწიბურები, იარები, ლაქები და ნაოჭები საშინაო ნიღაბით

ერთი ჩემი მეგობარი სახის კანის პრობლემებს ძალიან განიცდიდა. გარდა იმისა, რომ მას ნაწიბურები ჰქონდა, ასაკთან ერთად ნაოჭები და პიგმენტური ლაქებიც გაუჩნდა. ყველა ღონეს ხმარობდა, რა საშუალება არ სცადა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. საბედნიეროდ, ამ კვლევა-ძიებაში,  კოსმეტოლოგის რჩევით, მიაგნო ისეთ საშუალებას, რომ მისი პრობლემები თანდათან მოგვარდა.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ნიღაბის რეცეპტს, რომლის სახელწოდებაა ,,ღმერთების ნექტარი“. ჯადოსნური საშუალების შემადგენლობაში შედის უძლიერესი და საოცარი შემადგენლობის კომპონენტები. ნიღაბი უმარტივესი მოსამზადებელია, იგრედიენტები კი ყველასთვის ხელმისაწვდომი.

გირჩევთ, გაითვალისწინოთ რჩევა და მოამზადოთ შემოთავაზებული საშუალება და დარწმუნებული ბრძანდებოთეთ შედეგი აღგაფრთოვანებთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტი

პირველი კომპონენტი-თაფლი. ტკბილი ნექტარი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის კანის სადეზინფექციო საშუალებაა და აჩქარებს ანთებითი პროცესების განკურნებას. თაფლი ეფექტურად უმკლავდება კანის პრობლემებს. სწორედ, ამიტომ არის ეს უძლიერესი ნატურალური პროდუქტი სახის კანის მოვლის მრავალი ნიღაბის ძირითადი იგრედიენტი.

მეორე კომპონენტი-ლიმონი, რომელიც დაგეხმარებათ ლაქებისა და ნაწიბურების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნიღაბის შემადგენლობაში შედის არომატული დარიჩინი, რომელიც თავისი ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ამცირებს ბაქტერიულ დაავადებათა განვითარების საფრთხეს.

ჯავზი-გასაოცარი პროდუქტია, რომელიც ანთების საწინააღმდეგო შემადგენლობით არის გაჯერებული და ეფექტურად ებრძვის გამონაყარს.

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
  • დარიჩინი ½ ჩ. კ.
  • მუსკატის კაკალი ½ ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ. თუ სქელ მასას მიიღებთ დაამატეთ მცირე რაოდენობის მინერალური წყალი. თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ? ამ შემთხვევაში ნიღაბის შემადგენლობიდან ამოიღეთ ლიმონის წვენი.

ნიღაბი გაგათავისუფლებთ სახის კანის ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა, ნაწიბურები, ნაოჭები და გამონაყარი. ძალიან მალე შემაჩნევთ სასიკეთო ცვლილებებს და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.

ცადეთ და შედეგით ისიამოვნეთ!