მეხსიერება რომ გაიმჯობესოთ და მხედველობის რეგრესირება შეაფერხოთ, გამოიყენეთ მარტივი საშინაო რეცეპტი

პირშუშხა საოცარი ბოსტნეულია, რომელსაც დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. პირშუშხა მდიდარია C ვიტამინით, კალციუმით, ცილით და სხვა საკვები ნივთიერებით. შესაბამისად, ეს საოცარი ბოსტნეული ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს, კანის დაავადებებიდან სიმსივნემდე.

ბოჭკოებით მდიდარი პირშუშხა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მეხსიერების, მხედველობისა და სმენის გაუმჯობესებაა.

შემოგთავაზებთ პირშუშხას ბაზაზე მომზადებული ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ მეხსიერების გაუმჯობესებას. ნარევი ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ხელს უწყობს ცხიმების წვას და წონის დაკლებას.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პირშუშხა 125 გრ
  • ლიმონი 4 ცალი
  • თაფლი 2 ს. კ.
  • ჯანჯაფილის ფესვი 2 სმ
  • დარიჩინის ფხვნილი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ჯანჯაფილი და პირშუშხა გარეცხეთ, გათალეთ,  დაჭერით  პატარა ნაჭრებად და ლიმონის წვენთან ერთად დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ თაფლი, დარიჩინი და აურიეთ.
  2. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის კონტეინერში, დააფარეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
  3. სამკურნალო ნარევი ეფექტურად წვავს ცხიმებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობასა და სმენას. სიროფის 1 ს. კ. მიიღეთ ყოველ დღე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!