გაგაცნობთ მარტივ ინსტრუქციას, როგორ მოვამზადოთ შოკოლადის პლომბირი საკუთარი ხელით

ახლოვდება საოცარი სეზონი-ზაფხული, სიცხე, ზღვა, პლაჟი, ნაყინი. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც შოკოლადის, მარწყვის, ვანილის, ხილის და უამრავი სხვადასხვა არომატის ნაყინი არ უყვარს. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ საოცარი გემოს მიღმა ქიმიური ნივთიერებები დგას, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ნაყინის მომზადება სახლშიდაც შეგიძლიათ. ბევრი დიასახლისი ანებივრებს ოჯახის წევრებს თავის ხელით მომზადებულ ამ ნუგბარით. ამჯერად, სტატიაში უგემრიელესი ნაყინის საუკეთესო რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ცივი საოცრების მოსამზადებლად მხოლოდ სამი იგრედიენტი დაგჭირდებათ:

  • მოხარშული შესქელებული რძე 300 მლ
  • ნაღები (საშუალო ცხიმიანობის) 300 მლ
  • რძიანი შოკოლადი 90 გრ
  • 4 ცალი ერთჯერადი მუყაოს ჭიქა

მომზადების წესი:

1. ნაღები მიქსერით 1-2 წუთი კარგად ათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ ფაფუკი მასა. ნაღების მასა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.

2. შემდეგ თანდათან ამატეთ შესქელებული რძე და თქვეფა საშუალო სიჩქარეზე გააგრძელეთ. შესქელებული რძე შეგიძლიათ, თქვენთის სასურველი რაოდენობით გამოიყენოთ.

3. მიღებული მასა გადაიტანეთ ნებისმიერი ფორმის კონტეინერში და შედეთ მაცივარში.

4. გარდა ამისა, შეგძლიათ მოამზადოთ შოკოლადის ნაყინი. ამისათვის რძიანი შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

5. გამდნარი შოკოლადი გადაიტანეთ ერთჯერად ჭიქებში. თხელ ფენად გაანაწილეთ ჭიქის გვერდებზე, ხოლო დარჩენილი მასა უკან გადმოასხით და 10 წუთით შედეთ მაცივარში.

6. 10 წუთის შემდეგ შოკოლადიან ჭიქებს გაავსებთ ზემოთ მითითებული  რეცეპტის მიხედვით მომზადებული ნაყინით. არ დაგავიწყდეთ ხის ჩხირების ჩარჭობა (შეგიძლიათ ერთჯერადი ჩანგლებიც გამოიყენოთ) და მომზადებული ნაყენები 4 საათით შედეთ მაცივარში ან უმჯებესია მთელი ღამით დატოვოთ.

7. დილით მუყაოს ჭიქები გაჭერით და ფრთხილად მოაცილეთ ნაყინს.  საზაფხულო უგემრიელესი ტკბილეული მზადაა.

ნუ დაიზარებთ, გაულამაზეთ თქვენს პატარებს ზაფხულის ცხელი დღეები და მოუმზადეთ საოცარად გემრიელი ნაყინი.