ბანანის დახმარებით ხველას მალევე შეიმსუბუქებთ, ბრონქებში დაგროვებულ ლორწოს კი გამოდევნით

რესპირატორული დაავადების ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიმპტომია ხველა. ხველა ძალიან ხშირად რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება და გვიკარგავს მოსვენებას, აღარ გვაქვს მშვიდი ძილი.

რესპირატორული დაავადებების გარდა, ხველის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს თამბაქოზე დამოკიდებულება და პასიური მწეველობა.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი სიროფის რეცეპტს, რომელიც წმენდს სასუნთქ გზებს, გამოდევნის ფილტვებიდან ლორწოსა და ნახველს, აადვილებს სუნთქვას, მოგიხსნით ხველას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.

ხელნაკეთი სიროფი ხველის საწინააღმდეგო ქიმიურ მედიკამენტებზე ბევრად უფრო ეფექტურია.

სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 400 მლ
  • მწიფე ბანანი 2 ცალი
  • თაფლი 2 ს. კ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. წყალი აადუღეთ.
  2. ბანანის რბილობი ხის კოვზით კარგად დაჭყლიტეთ.
  3. ადუღებული წყალი დაასხით ბანანს, აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
  4. თბილ ნაყენს დაამატეთ თაფლი და აურიეთ.
  5. ხველის საწინააღმდეგო წამალი მზად არის.

სიროფის თითო-თითო ს. კ. მიიღეთ დღეში 4-ჯერ. სიროფი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!