პირის ღრუს სავლების გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პირის ღრუს, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. შემოგთავაზებთ პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლების რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც მოგაშორებთ კბილებზე ნადებს, გაგითეთრებთ კბილებს, აღადგენს ღრძილების ჯანმრთელობას, გაგიუმჯობესებთ სუნთქვას.
თქვენი ხელით მომზადებული პირის ღრუს სავლების გამოყენებას მთელი რიგი უპირატესობები აქვს. ჯერ ერთი, მათი მომზადება კომერციულ საშუალებებზე ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ, ამავე დროს, ეფექტურია და უსაფრთხო. მეორეც, თქვენ თვითონ აკონტროლებთ ინგრედიენტების ხარისხს.
მესამეც, ხელნაკეთი საშუალებების შემადგენლობაში არ შედის ქიმიური ნივთიერებები, ხოლო კომერციული პროდუქტები დატვირთულია კონსერვანტებით, საღებავებით, ხელოვნური დამატკბობლებით და მრავალი სხვა ქიმიური ნივთიერებით.
შემოგთავაზებთ საუკეთესო ხელნაკეთ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ პირის ღრუს სისუფთავის დაცვას, კბილების გათეთრებას და მათთვის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ჩ. ჭ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- პიტნის ეთერზეთი 3 წვეთი ან 5 ნედლი ფოთოლი
ინსტრუქიცია:
- თუ თქვენ პიტნის ეთერზეთს იყენებთ, მოცემული ინგრედიენტები აურიეთ მინის ქილაში და სავლები გამოსაყენებლად მზად არის.
- ხოლო თუ პიტნის ან რეჰანის ფოთლებით ამზადებთ, მაშინ ფოთლები დაჭერით, მოათავსეთ მინის ქილაში, დაამატეთ სოდა და წყალი. ნარევი დაყოვნეთ 1-2 საათით.
- სავლები საშუალება შეგიძლიათ 2-3 დღით შეინახოთ მაცივარში, გამოყენეთ ყოველ დღე, მოხმარების წინ შეათბეთ.
პირის ღრუს სადეზინფექციო საშუალებები
შემოთავაზებული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ. ჭ. წყალი, 2 ს. კ. ვაშლის ძმარი და ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა 1 ჩ. კ. მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ მინის ქილაში და აურიეთ. ნარევი შეგიძლიათ 7 დღით შეინახოთ მაცივარში, ანუ გამოსაყენებლად ვარგისია 7 დღის განმავლობაში. სავლები გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ.
ნადების მოსაშორებლად და კბილების გასათეთრებლად დაგჭირდებათ 1 წილი წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი და 1 წილი წყალი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. სავლები მომზადებისთანავე მოიხმარეთ. მოცემული ნარევი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
მათეთრებელი ნარევი
მათეთრებელი სავლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 100 მლ თბილი წყალი, დაამატეთ 1 ჩ. კ. სოდა და 1 ჩ. კ. ზღ ვის მარილი (არ გამოიყენოთ ჰიპერტენზიის დროს) და სავლები გამოივლეთ 1 წუთის განმავლობაში. მათეთრებელი საშუალება გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.
მცენარეების ბაზაზე მომზადებული სავლები
500 მლ წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და დაამატეთ 1 ჩ. კ. მიხაკის ფხვნილი, 1 ჩ. კ. ორეგანოს (თავშავა) დაქუცმაცებული ფოთლები, 1 ჩ. კ. როზმარინის დაქუცმაცებული ფოთლები, აურიეთ, ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ 30 წუთი და შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი გადაიტანეთ მინის ქილაში და შეგიძლიათ 1 კვირის განმავლობაში გამოიყენოთ. აუციელბლად შეინახეთ მაცივარში.
ანტისეპქტიკური სავლები
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 50 მლ ვაშლის ძმარი და 200 მლ წყალი, აურიეთ, დაამატეთ 1 ჩ. კ. დარიჩინის ფხვნილი და 1 ჩ. კ. მიხაკის ფხვნილი.
ინგრედიენტები მოთავსეთ მინის ქილაში, კარგად აურეით და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გამოივლეთ. ნარევი გამოსაყენებლად ვარგისია 8-10 საათის განმავლობაში, მხოლოდ აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. სავლები გამოიყენეთ დღეში 1-2-ჯერ ჭამის შემდეგ. გისურვებთ ჯანმრთელობას!