თუ ლაქები გაგიჩნდათ და ნაოჭები გაგიღრმავდათ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი ნიღბები რეგულარულად

ძვირფასო ქალბატონებო, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე. ამოირჩიეთ შემთავაზებული ნიღბების რეცეპტებიდან თქვენთვის სასურველი და პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ. ნიღბების

შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ნატურლური და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

1. შვრიის ფანტელების ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელები 3-4 ს. კ.
  • რძე ან ნაღები

მომზადებისა და გამოყენების წესები:

შვრიის ფანტელებს დაასხით იმ რაოდენობის ცხელი რძე ან ნაღები, რომ მიიღოთ ბლანტი მასა. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 15-20 წუთი დაიტოვეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

2. კეფირის ნიღაბი

  1. პროცედურისთვის დაგჭირდებათ ცხიმიანი კეფირი ან არაჟანი, ან ნაღები 100-200 მლ.
  2. გაიწმინდეთ სახე და 15-20 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე შეიზილეთ კეფირი.
  3. შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ. თუ აირჩვეთ არაჟანს ან ნაღებს, მაშინ ინგრედიენტი ერთხელ წაისვით, გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ხაჭოს ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხაჭო 2 ს. კ.
  • სტაფილო წვენი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. გაითვალისწინეთ ნაღების მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. სურვილისამებრ შეგიძლიათ
  2. მოცემული პროპორციები გაზარდოთ ან შეამციროთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ, შემდეგ დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე და სქელ ფენად წაისვით.
  3. 15 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. თაფლის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 2 ს. კ.
  • შვრიის ფანტელი 1 ს. კ.
  • რძე 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დაიყოვნეთ 15-20 წუთი.
  2. ნიღაბის გამოყენება არ შეიძლება მათთვის ვინც თაფლზე ალერგიულია.

5. ბანანის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • საშუალო ბანანი
  • მკვებავი მალამო 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.

მომზადებეისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, დაიტანეთ სახის კანზე და 15-20 წუთი გაიჩერეთ.
  2. შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სალონურ პროცედურებზე არანაკლებად შეგიძლიათ იზრუნოთ საშინაო პირობებშიც თქვენი სახის კანზე. ამისთვის გამოიყენეთ ბალახები. მაგალითად,

  • მშრალი სახის კანისთვის გამწმენდ საშუალებად გამოიყენეთ ასკილის, ვარდის, გვირილის, პიტნის ნაყენები.
  • ცხიმიანი კანისთვის გამოიყენეთ სალბის, ცხენის კუდის, ვირისტერფას, ფარსმანდუკის ნაყენები.

ნაყენი მოამზადეთ შემდეგი რეცეპტის მიხედვით:

აიღეთ ჩამოთვლილთაგან თქვენთვის სასურველი გამხამრი ბალახის 1 ს. კ. და დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ და ნაყენიც მზად არის. მომზადებული საშუალებით დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ სახის კანი.

შეგიძლიათ მოამზადოთ მრავალინგრედიენტიანი ნიღბებიც:

  1. თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ, თანაბარი რაოდენობით აიღეთ გახეხილი ავკოდას რბილობი, კეფირი და ალოეს წვენი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე (მოერიდეთ თვალების გარშემო ადგილებს). 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. თანაბარი რაოდენობით აიღეთ რძე, ყურძნისა და ფორთოხლის ახალგამოწურული წვენები. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და წაისვით სახის კანზე. 15-20 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. მშრალი კანისთვის თანაბარი რაოდენობით აიღეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და შვრიის ფანტელი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და სახის კანზე წრიული მოძრაობებით სქელ ფენად შეიზილეთ. სკრაბი სახეზე 5-10 წუთამდე დაიყოვნეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი მალამო.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ნუ გადაიხდით ზედმეტს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.