როგორ შევიმციროთ ნაოჭები და ასაკობრივი ლაქები კვერცხის დახმარებით

სტატიაში შემოგთავაზებთ თაობების მიერ გამოცდილ საოცრად ეფექტური და უძველესი ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ძვირადღირებული საშუალებები. ნიღბების შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი ნატურალურია.

ზოგიერთ ადამიანს არ სჯერა, რომ ბუნებრივ საშუალებებს შეუძლია კანის პრობლემათა გადაჭრა. უმჯობესია, ცადოთ, გამოიყენოთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები და დარწმუნდეთ მათ ეფექტურობაში.

ყველა შემოთავაზებული ნიღაბი მომზადებულია კვერცხის ბაზაზე.

კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომელთა წყალობით მოიშორებთ ნაოჭებს, ლაქებს, გამონაყარსა და ნაწიბურებს.

პირველი ნიღაბი ეფექტურია შეშუპებული ქუთუთოებისთვის, გაგათავისუფლებთ ნაოჭებისგან  და გაგიღიავებთ თვალების გარშემო მუქ ადგილებს.

  1. წინასწარ გაიწმინდეთ თვალების გარშემო კანი და ბამბის ფირფიტის საშუალებით წაისვით მცირე რაოდენობის კვერცხის ცილა (ცილა ოდნავ ათქვიფეთ).
  2. დაელოდეთ ნიღაბის გაშრობას, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ.

მეორე ნიღაბის საშუალებით კი გათავისუფლდებით ნაოჭებისგან, მიიღებთ გათანაბრებულ კანის ფერს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • ფქვილი (შვრიის, სელის, სეზამის, ხორბლის, ბრინჯის) ან სახამებელი (კარტოფილის ან სიმინდის) 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ სახის, კისრისა და მკერდის  წინასწარ გაწმენდილ კანზე.
  2. დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. სასურველია, ნიღაბი გაიკეთოთ კვირაში ერთხელ. შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ.

თუ თქვენ თვალების გარშემო მუქი წრეები გაქვთ და ქუთუთოები შეშუპებული ყურადრებით წაიკითხეთ შემოთავაზებული რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  •  ნუშის ან ზეითუნის, ან ქოქოსის ზეთი ½  ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას და დაიტანეთ თვალების გარშემო, სახის კანზე, ყელზე და მკერდზე. დაიყოვნეთ 25-30 წუთი.
  2. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ თქვენ გსურთ პიგმენტური ლაქებისგან გათავისუფლება, გირჩევთ, გამოიყენოთ სუპერ ეფექტური ნიღაბი, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი ½ ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომაზადებული მასა დაიტანეთ სახის, ყელის, მკერდის წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და ხელების მტევნებზე.
  2. დაიყოვნეთ 20 წუთი. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს წაისვით ქოქოსის ზეთი.

შემოგთავაზებთ ნიღაბის რეცეპტს, რომელიც კვებავს კანს და ასწორებს ნაოჭებს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • გახეხილი ვაშლი ან კარტოფილი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ნუშის ზეთი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ მოცემული ნიღბები და კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.