შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური დიეტის რეცეპტს, რომლის წყალობითაც დაიკლებთ 8 კილოგრამს და რაც მთავარია, დაკლებულ კილოგრამებს აღარ მოიმატებთ.
დიეტა გაწერილია 12 დღეზე
პირველი დღე – კეფირის დღე
დილით, მშიერ კუჭზე, მიიღეთ 1 ს. კ. ზეითუნის ან მზესუმზირის, ან სიმინდის ზეთი. დღის განმავლობაში დალიეთ 1 ლ 2,5%-იანი ცხიმიანობის კეფირი და უშაქრო ჩაი (სასურველია ბალახების ჩაი).
მეორე დღე – ხილის დღე
დილა დაიწყეთ ისევ ზეთით და მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ ფორთოხალი, დაახლოებით 6-7 ცალი. მიირთვით თქვენთვის სასურველი ჩაი.
მესამე დღე – ხაჭოს დღე
დილით-ზეთი 1 ს. კ. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 750 გრ უცხიმო ხაჭო და ჩაი სურვილისამებრ.
მეოთხე დღე – ყაბაყის დღე
დილით-1 ს. კ. ზეთი. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მოთუშული ყაბაყი ან ყაბაყის ხიზილალა (დაახლოებით 1 ლიტრამდე). აუცილებლად დალიეთ უშაქრო და თქვენთვის სასურველი ბალახების ჩაი.
მეხუთე დღე – შოკოლადის დღე
დილა დაიწყეთ 1 ს. კ. ზეთით. მთელი დღის განმავლობაში მიირთვის 1 ფილა შოკოლადი და უშაქრო ჩაი.
მეექვსე დღე – ვაშლის დღე
დილას დაიწყებთ 1 ს. კ. ზეთით. მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ 1-1,5 კგ გათლილი ვაშლი და უშაქრო ჩაი.
მეშვიდე დღე – ყველის დღე
დილით მიიღეთ ზეთი 1 ს. კ. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 300 გრ მაგარი ყველი და ბალახების ჩაი სურვილისამებრ.
მერვე დღე – ბოსტნეულის დღე
დილით მიიღეთ 1 ს. კ. ნებისმიერი ზეთი. მიირთვით კიტრის, პამიდვრის, მწვანილის 150-200 გრ სალათი (არ გამოიყენოთ არაჟანი, მაიონეზი) და 1 ლ ტომატის წვენი. შეგიძლიათ მიირთვათ ბალახების უშაქრო ჩაიც.
მეცხრე დღე – ხორცის დღე
დილით მიიღეთ 1 ს. კ. ნებისმიერი ზეთი. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 400 გრ საქონლის ხორცი და უშაქრო ჩაი.
მეათე დღე – ბოსტნეულის დღე
დილით ჩვეულებისამებრ მიიღეთ ზეთი და გაიმეორეთ მერვე დღის მენიუ.
მეთერთმეტე დღე
ჩვეულებისამებრ მიიღეთ ზეთი და გაიმეორეთ მესამე დღის მენიუ.
მეთორმეტე დღე – ხილის დღე
დილით ჩვეულებისამებრ მიიღეთ ზეთი. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 1-1,5 კგ ქლიავი და უშაქრო ჩაი.
დაიმახსობრეთ, 18:00 საათის შემდეგ ჭამა სასტიკად აკრძალულია!
გაიჭირვეთ 12 დღე, შეხვდით გაზაფხულის მოსვლას არასასურვლი კილოგრამების გარეშე და დატკბით თქვენი სილამაზით.